„ღირსეული პარტნიორი 2020“-ის ფარგლებში საქართველოსა და პოლონეთის სპეციალური ოპერაციების ძალების მიერ ერთობლივი საჩვენებელი სწავლება - კონტრტერორისტული ოპერაცია - რეიდი ვაზიანის სასწავლო ბაზაზე ჩატარდა. სპეცოპერაციების ძალების ქვედანაყოფების უსაფრთხოებას სნაიპერული ჯგუფები, ხოლო ჰაერიდან - ამერიკული საბრძოლო ვერტმფრენები „აპაჩი“ უზრუნველყოფდნენ, სამედიცინო ევაკუაცია კი, ამერიკულმა მედევაკმა „შავმა ქორმა“ განახორციელა. სწავლებაში ჩართული იყო ქართული წარმოების ჯავშანმანქანა „მეომარი“ და პოლონეთის შეიარაღებაში არსებული ჯავშანტექნიკა „ოშკოში“.
საჩვენებელი სწავლება ამერიკული „აპაჩების“ მიერ მოწინააღმდეგე მხარის საგუშაგო პოზიციების განადგურებით დაიწყო, რის შემდეგაც ქართველი და პოლონელი სამხედროებით დაკომპლექტებული სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფები საბრძოლო ჯავშანმანქანებით ობიექტზე შევიდნენ და შენობაზე იერიში განახორციელეს. ერთობლივი ოპერაციის შედეგად სპეციალური ძალების ქვედანაყოფებმა პირობითი მოწინააღმდეგე გაანადგურეს.
სცენარის მიხედვით, კონტრტერორისტული ოპერაციის დროს ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა, რომელსაც ადგილზევე ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო დახმარება. კვალიფიციური სამედიცინო დახმარებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის დასტაბილურების მიზნით კი, დაჭრილი სამხედროს ევაკუაცია საველე ჰოსპიტალში ამერიკული მედევაკით „შავი ქორი“ განხორციელდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.