შიდა ქართლის რეგიონში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინა კიდევ 37 დევნილ ოჯახს გადაეცემა.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა სიმონ გულედანმა გორში ის კორპუსი მოინახულეს, სადაც უახლოეს მომავალში დევნილები ბინებს მიიღებენ.
სააგენტოს დირექტორის განცხადებით, დევნილი ოჯახები თანამედროვე სტანდარტების შესაბამის პირობებში იცხოვრებენ.
„ამ ეტაპზე, მონიტორინგის ჯგუფები შიდა ქართლის რეგიონში ადგილზე სწავლობენ ყველა იმ ოჯახის საცხოვრებელ პირობებსა და საჭიროებებს, რომლებსაც მინიმუმ 2.5 ქულა მიენიჭათ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ახალი მიდგომის თანახმად, თუ არსებული ბინების რაოდენობა საკმარისი არ იქნება, დევნილ ოჯახებს ადმინისტრაციულ დაპირებას გადავცემთ და მათთვის საცხოვრებელ ფართებს უახლოეს მომავალში შევისყიდით“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.
2020 წელს, დევნილთა სააგენტო ახალ საცხოვრებელს ჯამში, 2000-ზე მეტ იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადასცემს.
ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.