ირაკლი კობახიძე: თუ ოპოზიციის მხრიდან არ იქნება პროვოკაციები, საარჩევნო პროცესი მშვიდ და კონსტრუქციულ გარემოში გაგრძელდება
14-09-2020, 14:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თუ ოპოზიციის მხრიდან დაცული იქნება სტანდარტები, არ იქნება პროვოკაციები, ამ შემთხვევაში, საარჩევნო პროცესი და არჩევნები გაგრძელდება ზუსტად ისეთივე მშვიდ და კონსტრუქციულ გარემოში, როგორ პროცესადაც წარმოგვედგინა არჩევნები დღემდე, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსზე საუბრისას.

 

 

„საარჩევნო ეთიკის კოდექსის გაფორმების თაობაზე საერთაშორისო პარტნიორების ინიციატივას მხარს თავიდანვე ვუჭერდით. უფრო მეტიც, ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს რამდენიმე კონკრეტული ინიციატივა შევთავაზეთ, მათ შორის პერიმეტრის საკითხთან დაკავშირებით და ბევრ სხვა რეგულაციაზე. შესაბამისად, ქცევის კოდექსის შემუშავებაში აქტიურად ვიყავით ჩართულები. იცით, რომ დღეს, ქცევის კოდექსს ხელი ოფიციალურად მოვაწერეთ, რომელიც შემუშავებულა საერთაშორისო პარტნიორების ინიციატივით. ჩვენი მოწოდებაა ოპოზიციის მიმართ, რომ ხელი მათაც მოაწერონ. ჩვენ ვართ მთლიანად პასუხისმგებელი, რომ „ქართული ოცნება“ თავისი მხარდამჭერებითა და აქტივისტებით თითოეულ რეგულაციას მიჰყვება, რომელიც ასახულია ქცევის კოდექსში და ოპოზიციის წარმომადგენლებსაც ამისკენ მოვუწოდებთ. თუ მათი მხრიდან დაცული იქნება სტანდარტები, არ იქნება პროვოკაციები, ამ შემთხვევაში, საარჩევნო პროცესი და არჩევნები გაგრძელდება ზუსტად ისეთივე მშვიდ და კონსტრუქციულ გარემოში, როგორ პროცესადაც წარმოგვედგინა არჩევნები დღემდე“, – განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი