ხობის კულტურის სახლის მცირე დარბაზში, ეროვნული გვარდიის რეზერვისა და მობილიზაციის განყოფილების უფროსმა, მაიორმა ფრიდონ მახარაძემ და ეროვნული გვარდიის სენაკის რეკრუტთა ცენტრის უფროსმა, კაპიტანმა ზაალ გარუჩავამ ხობის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
საქართველოს ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიული რეზერვის პროგრამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
ტერიტორიულ რეზერვში მიიღებიან თბილისის, მცხეთის, აჭარის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და კახეთის რეგიონებში მცხოვრები 18-50 წლამდე ასაკის მოქალაქეები.
აქტიურ რეზერვში მიღება ნებაყოფლობითი და ანაზღაურებადია.
რეზერვისტთან გაფორმდება 5 წლიანი კონტრაქტი და მას შეუნარჩუნდება სამოქალაქო სამსახური.
საბრძოლო მომზადება თითოეული წლის განმავლობაში შეადგენს არაუმეტეს 45 დღისა. ✔რეზერვისტის მინიმალური წლიური ანაზღაურება 2700 ლარია.
18 დან 22 წლის ჩათვლით სტუდენტები, სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის ვადის გავლის შემდეგ, სავალდებულო სამხედრო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ. შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და მერიის წვევამდელთა, რეზერვისტთა, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის უფროსი ზაზა კუპრეიშვილი ესწრებოდნენ. საბუთები მიიღება ყოველ სამუშაო დღეს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე. ქ. სენაკი ცერცვაძის ქ N1 დასავლეთ სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადა. ტელ: 595 80 49 42
ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.