მთაწმინდის რაიონის გამგეობა კოსტავას ქუჩაზე, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.
პროექტის შედეგად, ტერიტორიაზე LED განათების ქსელი, საფეხმავლო ბილიკები და საპარკე სკამები მოეწყობა. ასევე, სკვერში ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებული ატრაქციონები განთავსდება. აღნიშნულ ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოებიც ჩატარდება. დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე, მოეწყობა სარწყავი სისტემა და ჰიდროთესვის პრინციპით ბალახი დაითესება.
მიმდინარე სამუშაო პროცესს მთაწმინდის რაიონის გამგებელი, დავით კირკიტაძე გაეცნო.
„ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება რეკრეაციული და გასართობი სივრცეების მოწყობაა. აღნიშნულ ტერიტორიაზე წლების განმავლობაში გაურკვევი რეკონსტრუქცია იდგა. სულ მალე კი, ადგილობრივ მოსახლეობას ლამაზი სკვერი ექნება, სადაც ბავშვები გაერთობიან, ხოლო უფროსი ასაკის ადამიანები დაისვენებენ. მთაწმინდის რაიონში პარალელურად სამ სკვერს აწყობენ, სამუშაოები ნოემბერში დასრულდება“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.
ინფრასტრუქტურულ პროექტს კონტრაქტორი კომპანია ასრულებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 126 120 ლარია გამოყოფილი.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.