გიორგი მარგველაშვილი: მე პოლიტიკაში ვიყავი, ვარ და იმედი მაქვს, რომ აქტიურ პოლიტიკაში დავრჩები
01-10-2015, 01:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, აქტიურ პოლიტიკაში აპირებს დარჩენას. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვაშინგტონში, საქართველოს საელჩოში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.


"მე პოლიტიკაში ვიყავი, ვარ და იმედი მაქვს, რომ აქტიურ პოლიტიკაში დავრჩები.


მუდმივად არის ლაპარაკი შეზღუდულ უფლებებზე, მუდმივად არის ლაპარაკი, რომ აღმასრულებელ გადაწყვეტილებებს ვერ ვიღებ, მუდმივად პარლამენტს უხარია, რომ ვეტოს დაძლევის კვოტა არის ძალიან დაბალი პარლამენტში. მაგრამ, მე ამისგან სირთულეს ვერ ვხედავ, იმიტომ, რომ მე მეძლევა შესაძლებლობა ძალიან მნიშვნელოვან და სტრატეგიულ საკითხებში მივიღო მონაწილეობა, მე მეძლევა იმის შესაძლებლობა, რომ არ ვიყო ჩართული ყოველდღიურ დაპირისპირებებში ან ყოველდღიურ პარტიულ პოლიტიკაში. ამ საკითხებს წამოწევენ ხოლმე პოლიტიკოსები, რომელთაც რაღაც იმედი აქვთ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მე რაღაც ტიპის გადაწყვეტილებას მივიღებ", - განაცხადა პრეზიდენტმა.


როგორც გიორგი მარგველაშვლმა აღნიშნა, ის პოსტი, რომელიც მას უჭირავს, არის ძალიან მნიშვნელოვანი.


"ეს არის უმნიშვნელოვანესი პოსტი და უმნიშვნელოვანესი როლი, რომელიც მე მაქვს, რომელსაც ვემსახურები, ვემსახურები ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში", აღნიშნა პრეზიდენტმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი