ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ პარტიის შიდა კვლევები უკვე სრულდება და სამეგრელოს ერთ-ერთ ოლქში, ზუგდიდში, მალე დაასახელებენ კანდიდატს, რომელიც „ყველაზე კონკურენტუნარიანი იქნება“. თუმცა მას არ დაუკონკრეტებია ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება თუ არა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, პროფესორი გიული ალასანია.
„სამეგრელოში სამი კანდიდატიდან ორში გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ისინი ძალიან სერიოზული კანდიდატები არიან, რომელთაც პირველივე ტურში გამარჯვების დიდი შანსი აქვთ. რაც შეეხება მესამე ოლქს, ახლა მთავრდება ჩვენი შიდა კვლევები და დავასახელებთ იმ კანდიდატს, რომელიც ყველაზე კონკურენტუნარიანი იქნება. სამეგრელო ყოველთვის იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი. ეს არაერთმა არჩევნებმა გვაჩვენა, მათ შორის, საპრეზიდენტო არჩევნებმა. ასევე, სანდრა რულოვსის იმ არჩევნებში მონაწილეობამ, რომელიც ხელისუფლებამ გააყალბა. იმედი გვაქვს, „ნაციონალური მოძრაობა“ სამეგრელოში პირველივე ტურში გაიმარჯვებს“, უთხრა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.