პუტინმა სოჭის რეზიდენციაში ლუკაშენკოს „ერთი ერთზე“ შეხვედრაზე უთხრა, რომ კრემლი მხარს უჭერს, ბელარუსები თავად, ყოველგვარი გარე წნეხისა და ზეწოლის გარეშე, ერთმანეთთან დიალოგით მივიდნენ საერთო გადაწყვეტილებამდე
14-09-2020, 19:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

(GUARDIAN.GE) - რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სოჭის რეზიდენციაში ბელარუსის ლიდერთან ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეხვედრისას განაცხადა, რომ კრემლი მხარს უჭერს იმას, რომ ბელარუსები თავად, ყოველგვარი გარე წნეხისა და ზეწოლის გარეშე მშვიდ გარემოში, ერთმანეთთან დიალოგით მივიდნენ საერთო გადაწყვეტილებამდე.

 

 

„ჩვენ ვუყურებთ, რა თქმა უნდა, ყველამ ვიცით, რა ხდება ბელარუსში, და შიდაპოლიტიკური მოვლენები, ზუსტად ამ არჩევნებთან დაკავშირებული. თქვენ ჩვენი პოზიცია კარგად იცით. ჩვენ მხარს ვუჭერთ იმას, რომ ბელარუსები თავად, ყოველგვარი გარე წნეხისა და ზეწოლის გარეშე, მშვიდ რეჟიმში და ერთმანეთთან დიალოგით გაერკვნენ ამ მდგომარეობაში და მივიდნენ საერთო გადაწყვეტილებამდე, როგორ განაგრძონ შემდგომში თავიანთი საქმიანობა“, განაცხადა პუტინმა.

 

 

მან ასევე ლოგიკური და დროული უწოდა ლუკაშენკოს წინადადებას დაიწყოს ქვეყნის კონსტიტუციაზე მუშაობა. პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ მოსკოვი ერთგული რჩება ბელარუსთან ყველა შეთანხმებასა და თანამშრომლობის ასპექტზე.

 

 

მან ასევე გაიხსენა, რომ რუსეთი ყველაზე მსხვილ ინვესტორად რჩება ბელარუსისთვის და დაამატა, რომ მოსკოვი შეასრულებს 1,5 მილიარდი დოლარის სესხის შეთანხმებას. პუტინის სიტყვებით, რუსეთმა და ბელარუსმა უნდა აღადგინონ სავაჭრო ბრუნვა, რომელიც პანდემიის დროს შემცირდა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი