„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მოქმედი დეპუტატი და ამავე დროს ამავე პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი ახალქალაქის და ნინოწმინდის საარჩევნო ოლქში სამველ მანუკიანი ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს. იგი ამჯერად ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებს - კუმურდოსა და კიროვაკანს მუნიციპალიტეტის მერთან, იურიკ უნანიანთან ერთად ესტუმრა და მოსახლეობის პრობლემებს ადგილზე გაეცნო.
"კუმურდოსა და კიროვაკანში შეხვედრები გავმართე და მოსახლეობისგან მათი საჭიროებების შესახებ მოვისმინე ინფორმაცია.
აღნიშნულ სოფლებში, ბოლო წლების მანძილზე არაერთი მნიშვნელოვანი, ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა - ასფალტირებულია გზა, თუმცა შიდა საუბნო გზებს რეაბილიტაცია ესაჭიროება. ნაწილობრივ მოგვარებულია წყალსადენი არხების პრობლემა. რა თქმა უნდა, გამოწვევები ჯერ კიდევ არსებობს.
აღნიშნულ სოფლებში მოსახლეობის მხრიდან უდიდესი პრობლემა საქართველოს დაკარგული მოქალაქეობის საკითხი დასახელდა, რაც აუცილებლად უნდა მოგვარდეს, რადგან ადამიანები მთელი ცხოვრების მანძილზე შრომობენ და ცხოვრობენ საქართველოში და თავისი ქვეყნის მოქალაქეები ვერ ხდებიან. ასევე სოფელ კიროვაკანის ახალგაზრდობამ ითხოვა კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობა", აცხადებს მანუკიანი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.