ბათუმში მდებარე მოხუცთა თავშესაფრის ხუთ ბინადარსა და ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ტელეკომპანია "იმედი" ავრცელებს.
თავშესაფრის დირექტორის დეკანოზ იოანე ბარამიძის განცხადებით, იქ კარანტინია გამოცხადებული და ელოდებიან სხვა თანამშრომლებისა და ბინადრების ანალიზის პასუხებს.
„სამწუხაროდ 6 ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი. აქედან 5 არის მობინადრე და ერთი თანამშრომელი. როგორც ექიმებმა მითხრეს ყველა არის უსიმპტომო. მათი მდგომარეობა სტაბილურია. ამ წუთებში კარანტინია გამოცხადებული და ყველას აგვიღეს ანალიზები“, - აღნიშნა იოანე ბარამიძემ.
მისი თქმით, თავშესაფარში 120 მობინადრეა. „არ ვიცით ინფიცირების წყარო, რადგან 2 სექტემბრიდან არავინ არ გასულა და შემოსულა თავშესაფარში თანამშრომლების გარდა. რაც შეეხება ინფიცირებლ თანამშრომელს, მას მობინადრეებთან შეხება არ ქონია, რადგან შვებულებაში იყო. მას როგორც ვიცი ქორწილთან ჰქონდა შეხება. თუმცა 2 კვირაა თავშესაფარში არ ყოფილა,"- განაცხადა დეკანოზმა იოანე ბარამიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.