ქართველმა ხალხმა ერთად დგომით შეძლო, რომ სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი არჩევნების გზით ჩამოგვეშორებინა ხელისუფლებიდან", - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განუცხადა.
მისი თქმით, 1 ოქტომბერი საქართველოს უახლოეს ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება, 2012 წლის 1 ოქტომბერი საქართველოს მოქალაქეებს, მომავალ თაობებს დაამახსოვრდებათ დღე, როდესაც ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა იმ სისხლიან რეჟიმზე, რომელსაც სააკაშვილი და მისი გუნდი წარმოადგენდა.
"ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა იმ ბოროტებაზე, რასაც ისინი ხალხის მიმართ ჩადიოდნენ. არ დავკონკრეტდები, თუ რა მდგომარეობაში ცხოვრობდა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, რა მდგომარეობაში იყვნენ ჟურნალისტები და ა.შ. ძალიან მძიმე იყო ეს ყველაფერი, თუმცა ქართველმა ხალხმა ერთად დგომით შეძლო, რომ სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი არჩევნების გზით ჩამოგვეშორებინა ხელისუფლებიდან", - განაცხადა კალაძემ.
რაც შეეხება დაპირებების შესრულებას, მისი თქმით, ამ 3 წლის განმავლობაში ბევრ რამ გაკეთდა.
"განხორციელდა ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა, ჯანდაცვის, განათლების, ენერგეტიკის და სხვადასხვა მიმართულებით, ეს ყველაფერი მოსახლეობაზე აისახება", - განაცხადა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.