მრავალეროვნული სწავლების "ღირსეული პარტნიორი 2020" ფარგლებში კომბინირებული საინჟინრო სწავლება გაიმართა. საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიისა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის ოცეულებმა თავდაცვისა და შეტევის ოპერაციები საბრძოლო საინჟინრო ბატალიონის ასეულისა და რქბ დაცვის ასეულის მხარდაჭერით განახორციელეს. სწავლებაში ჩართული იყო ამერიკული „ჰამერები“, ასევე, ქართულ შეიარაღებაში არსებული ჯავშანტექნიკა "კობრა" და საინჟინრო ბატალიონის გამრღვევი მანქანა.
სცენარის თანახმად, მოწინააღმდეგემ ერთ-ერთ რაიონში ქიმიური ქარხანა დაიკავა, რის გამოც აღნიშნულ ლოკაციაზე შეტევის ოპერაციის ჩატარება გახდა საჭირო. ქიმიურ ქარხანაში მომწამლავი ნივთიერების გაჟონვა მოხდა, რამაც მომუშავე პერსონალის ინტოქსიკაცია და გარემოს დაბინძურება გამოიწვია. ტერიტორიის დაზვერვის შემდეგ, დაშავებული პერსონალის გამოყვანა და „ამბულანსებით“ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა რქბ ასეულმა უზრუნველყო. ტექნიკასა და გარემოს კი, დეკონტამინაცია ჩაუტარდა.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.