მარინა ეზუგბაია: ვფიქრობ, ქვეყანაში არ იქნება ინფიცირებულების ისეთი რაოდენობა, რომ ვერ მოვახერხოთ ვითარების სტაბილიზება
15-09-2020, 14:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვფიქრობ, ქვეყანაში არ იქნება ინფიცირებულების ისეთი რაოდენობა, რომ ვერ მოვახერხოთ ვითარების სტაბილიზება, - განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

 

 

ეზუგბაიამ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მობილიზებულია საწოლების იმაზე მეტი რაოდენობა, ვიდრე საჭიროა.

 

 

„როცა ორნიშნა ციფრები გვქონდა, 460-500 საწოლამდე იყო საუბარი, დღეს გახდა სამნიშნა ციფრები და საწოლების რაოდენობა გასამმაგდა. თუ საჭირო იქნება, ავა 3000-მდე. პარალელურად, შეიქმნა სასტუმრო-ჰოსპიტლები, სადაც მოხდება მსუბუქებისა და ასიმპტომურების გადაყვანა. მსოფლიოში გამოცდილება ასეთია, რომ მსუბუქი და ასიმპტომური პაციენტების მკურნალობა მიდის ბინაზე. ჩვენ ამას არ ვაკეთებთ, ამ ეტაპზე გვაქვს საშუალება, რომ როგორმე დაავადების პრევენცია მოვახდინოთ, ანუ დაავადების გავრცელება არსებულ სიტუაციაში იყოს მინიმიზებული, რადგან პაციენტების გადაყვანა ნებისმიერ სივრცეში, საკარანტინო იქნება, ჰოსპიტალი, თუ ჰოსპიტლის შემდეგ სასტუმრო ჰოსპიტალი, არის საფუძველი, რომ შემდეგში დაავადების გავრცელება დავბლოკოთ.

 

 

ვიდრე შეგვეძლება, სტაციონარში და სასტუმრო სტაციონარში გავაგრძელოთ პაციენტების მოვლა, ასე გაგრძელდება. არა მგონია, ქვეყანაში იყოს ისეთი რაოდენობა, რომ ვერ მოვახერხოთ სიტუაციის სტაბილიზება, თუნდაც აჭარის სწრაფი ლოკალიზება. დანარჩენები, ხედავთ, ლოკალიზებულია, იმერეთი, გურია, სამეგრელო. მონაცემების განსაკუთრებული ზრდა არ შეინიშნება. ძირითადად, საყურადღებო არის აჭარა, რადგან დიდი მობილობა იყო. აჭარის შემთხვევები მყარია, მუდმივობას ინარჩუნებს და ალბათ მომავალში არა გაზრდისკენ, არამედ შემცირებისკენ წავა. ამ ეტაპზე მობილიზებულია საწოლების იმაზე მეტი რაოდენობა, ვიდრე გვჭირდება. არსებობს საწოლების ის რაოდენობა, რაც ამ პაციენტების მართვას უმტკივნეულოდ განახორციელებს. არსებობს სტაციონარები, რომლის გადაკეთება „კოვიდ“-ცენტრებად არ არის რთული, ეს შეიძლება მოხდეს სულ 2-3 დღეში, თუ ამის საჭიროება დადგება.

 

 

ერთ კვირაში 12 ბოქსი დაგვემატება თავისი საწოლებით. ამ ეტაპზე ვმუშაობთ ერთი კორპუსით, სადაც არის 15 ბოქსი, სულ მცირე 30 საწოლზეა ლაპარაკი და კიდევ რეანიმაციული და ინტენსიური თერაპიის განყოფილება. 35 პაციენტამდე მოვლის საშუალება გვაქვს და გვიწევს 33 პაციენტი, ანუ მაქსიმალურად დატვირთულები ვართ.

 

 

პროტოკოლში დიფერენცირებულია მსუბუქი, საშუალო, მძიმე და კრიტიკული პაციენტების მოვლა. ასიმპტომურ პაციენტს არ სჭირდება არანაირი მკურნალობა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი