ანა დოლიძე: მოვუწოდებთ ხელისუფლებას, წარმოადგინოს COVID პანდემიის მეორე ტალღის დაძლევის სამოქმედო გეგმა
15-09-2020, 16:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის დამოუკიდებელმა მაჟორიტარობის კანდიდატმა ანა დოლიძემ სტუდენტებთან ერთად განათლების სამინისტროსთან აქცია-პერფორმანსი გამართა.

 

 

დოლიძემ კორონპანდენიის  მეორე ტალღის გამო განათლების სამინისტროს მუშაობის ხარისხი გააპროტესტა და ხელისუფლებას მოუწოდა წარმოადგინოს COVID პანდემიის მეორე ტალღის დაძლევის სამოქმედო გეგმა.

 

 

„დღეს განათლების სამინისტროში სიმბოლურად მოვიტანეთ ძველი კომპიუტერი, რომელიც 15 წლით ჩამორჩება თანამედროვე ტექნოლოგიებს. სწორედ ასე ჩამორჩება ჩვენი მთავრობა და განათლების სამინისტრო, იმ საჭიროებებს, რომელიც აქვს ხალხს და რომელიც კოვიდეპიდემიის მეორე ტალღის დროს კიდევ უფრო გამწვავდა.

 

 

ჩვენ გამოვხატავთ შეშფოთებას ათასობით ქართველი მშობლის, მასწავლებლის, სკოლის, კერძო ბაღის წარმომადგენლის სახელით, რომლებიც პირდაპირ დააზიანა ჩვენი ხელისუფლებისა და განსაკუთრებით განათლების სამინისტროს უთავბოლოობამ კოვიდ-19-თან მიმართებაში. სამინისტრომ ხუთი თვით მაინც დააგვიანა წესიერად დაერეგულირებინა განათლების სფერო ისე, რომ არ გაეკოტრებია განათლების სექტორი. ათასობით ადამიანი, ჩემნაირი მშობელი დღეს არის შეშფოთებული, არის სტრესში. ათასობით სკოლის მასწავლებელი და დირექტორი დღეს არის დაბნეული იმიტომ, რომ თავის დროზე სწორი ლიდერობა და სწორი მიმართულება ვერ მიიღეს სამინისტროდან. განათლების სამინისტრო და ჩვენი მთავრობა ჩამორჩება იმ საჭიროებებს, რომელიც ჰქონდა და აქვს ჩვენს განათლების სფეროს",- განაცხადა ანა დოლიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი