გიორგი ვოლსკი: სააკაშვილი არაჯანსაღი ადამიანია, რომელიც ფიქრობს, რომ ცოლის შემდეგ დედა უნდა დააყენოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად
15-09-2020, 18:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მიხეილ სააკაშვილი არის არაჯანსაღი ადამიანი, რომელიც ახლა ფიქრობს, რომ ცოლის შემდეგ დედა უნდა დააყენოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად – განაცხადა დღევანელ პლენარულ სხდომაზე პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ.

 

 

ვოლსკის თქმით, სააკაშვილის პოლიტიკური განცხადებებმა, არამარტო საქართველოს, უკრაინასაც სერიოზული პრობლემები შეუქმნა.

 

 

„არაჯანსაღი ვნებები მნიშვნელოვანწილად განპირობებულია არაჯანსაღი ფსიქიკით. თუნდაც, კანდიდატების დასახელებით, თუნდაც, იმ განცხადებებით, რომლითაც უკვე არაერთხელ გავიგეთ, რომ საქართველოში ბრუნდება – თავისი ფიცით, ბოდიშებით და გულზე მჯიღის ცემით. ეს არის არაჯანსაღი ადამიანი, რომელიც ახლა ფიქრობს, რომ ცოლის შემდეგ დედა უნდა დააყენოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად. ვიღაცას ენდობა, ვიღაცას – არა. იმდენად თავის თავშია ჩაკეტილი, რომ ფიქრობს, საქართველოს კულტურული აღორძინება მისგან დაიწყო. ადამიანი ამის თაობაზე განცხადებას რომ გააკეთებს, კითხვა აღარ უნდა დასვათ და რესპოდენტები კითხვით აღარ უნდა შეაწუხოთ, ეს არის მავნებელი ადამიანი, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს, საქართველოში დესტრუქცია შემოიტანოს და შემთხვევას არ უშვებს, რომ არ დააზიანოს ქვეყანა და არა მხოლოდ საქართველო“, განაცხადა ვოლსკიმ, რომლის სიტყვების ციტირებასაც პირველი არხი ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი