დავით ბაქრაძე: აღარ ვაყენებთ პარტიულ კანდიდატს, გადაწყვეტილება მივიღეთ, მცხეთა-მთიანეთის ოლქში „ლეიბორისტული“ პარტიის კანდიდატს, ბექა ნათელაშვილს დავუჭიროთ მხარი
15-09-2020, 18:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აღარ ვაყენებთ პარტიულ კანდიდატს, გადაწყვეტილება მივიღეთ, მცხეთა-მთიანეთის ოლქში „ლეიბორისტული“ პარტიის მიერ წარმოდგენილ კანდიდატს დავუჭიროთ მხარი, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ.

 

 

„ოქტომბრის არჩევნებში ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად, ოპოზიციის თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. „ევროპულმა საქართველომ“ არაერთხელ აჩვენა, რომ ჩვენთვის მთავარია სწორედ არჩევნების მოგება და არა ვიწროპარტიული ინტერესები. სწორედ ამიტომ, ამ ოლქში, მცხეთა-მთიანეთში, სადაც ისედაც რამდენიმე ოპოზიციური კანდიდატია, ჩვენ აღარ ვაყენებთ პარტიულ კანდიდატს, რათა არ მოხდეს ხმების გაყოფა და ამით არ იხეიროს „ქართულმა ოცნებამ“. გადაწყვეტილება მივიღეთ, მხარი დავუჭიროთ ამ ოლქში „ლეიბორისტული პარტიის“ მიერ წარმოდგენილ კანდიდატს, განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 


მცხეთა-დუშეთი-თიანეთი-ყაზბეგის საარჩევნო ოლქში „ლეიბორისტული პარტიის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, შალვა ნათელაშვილის შვილმა, ბექა ნათელაშვილმა კი თქვა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით სახელისუფლებო კანდიდატის დამარცხების შანსები კიდევ უფრო გაიზრდება.

 

 

„მცხეთა-მთიანეთში „ევროპულმა საქართველომ“ გამომიცხადა მხარდაჭერა და ეს რა თქმა უნდა, არის დასაფასებელი. ამით უფრო იზრდება სახელისუფლებო კანდიდატის დამარცხების შანსები აქ. ვიბრძოლებ აქაური ადამიანების ინტერესებისთვის. ყველა ადამიანთან მივალ და ვეტყვი, რომ სოფლების დაცლა, ქვეყნიდან წასვლა გამოსავალი არ არის და ყველა ერთად მომავლის შექმნას უნდა ვეცადოთ“, განაცხადა ბექა ნათელაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი