„ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ დამაჯერებლად ლიდერობს და მეათე მოწვევის პარლამენტში ჩვენ მყარი უმრავლესობით ვიქნებით წარმოდგენილი, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მათიკაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ მაღალი რეიტინგი არაერთმა ობიექტურმა კვლევამ დაადასტურა, მათ შორის რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულმა „გორდის“ კვლევამ, სადაც „ქართულ ოცნებას“ ამომრჩეველთა 56 პროცენტი უჭერს მხარს.
„ეს არ არის საბოლოო რეიტინგი, რადგანაც თუ კარგად დავაკვირდებით კვლევას, ჩვენ ვნახავთ, რომ რეალურად რეიტინგი მაღალია. თუკი ჩვენ იმ პირებს, ვისაც არ გადაუწყვეტია ჯერ ხმის მიცემა და იმ პირებს, ვინც ამბობს, რომ ყველას გადახაზავს – პროპორციულად მივაკუთვნებთ პარტიებს, თუნდაც რეიტინგში არსებული შესაბამისი რიგითობით, ვნახავთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებზე სულ ცოტა 60 პროცენტი უნდა აიღოს, თან ეს იმ პირობებში, რომ მეორე ადგილზე მყოფი ოპოზიციური ძალა მხოლოდ 11 პროცენტიანი მხარდაჭერით სარგებლობს.
ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს. ცხადია, მოსახლეობის მსგავსი მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და ეს თვითკმაყოფილების საფუძველს არ იძლევა. ჩვენ ძალიან ბევრს ვიმუშავებთ, რომ მოსახლეობის ამ მაღალ ნდობას, ხალხის და ქვეყნის ინტერესებისთვის ორიენტირებული ეფექტური ნაბიჯებით ვუპასუხოთ და ხალხთან ერთად, დაუღალავად ვიშრომოთ ქვეყნის წარმატებისთვის“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.