ირაკლი ღარიბაშვილი: „ჩემი მინისტრობის პერიოდში სრული აღმშენებლობა დავიწყეთ ჯარში“
15-09-2020, 19:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ჩვენ ძალიან ბევრ კარგ საქმეს ვაკეთებთ. ამ ერთი წლის განმავლობაში, ჩემი მინისტრობის პერიოდში სრული აღმშენებლობა დავიწყეთ ჯარში“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“. 

 

 

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ამ პროცესს  გუნდთან ერთად, შემუშავებული კომპლექსური ხედვით ხელმძღვანელობდა, რომელიც, ძირითადად, ჯარისკაცებზე ზრუნვას ეფუძნება. ინტერვიუში მინისტრმა ისაუბრა სამხედროების ხელფასების ზრდაზე, მათი სოციალური პირობების, სამედიცინო დაზღვევისა და ჯარში კვების ხარისხის გაუმჯობესებაზე. მან ყურადღება გაამახვილა მახათას მთაზე სამხედროებისთვის ბინათმშენებლობის დაწყების პროცესზე, ასევე, ნატოს სტანდარტის სამხედრო ფორმებითა და ბათინკებით სამხედროების უზრუნველყოფაზე. 

 

 

ირაკლი ღარიბაშვილმა უწყებაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თავდაცვის ძალების განვითარების ათწლიანი გეგმა ჯარის შეიარაღებასა და საბრძოლო მომზადებისკენაა ორიენტირებული. „ჩვენ დავიწყეთ შეიარაღების შესყიდვა, დავამატეთ „ჯაველინები“, „მ4“-ები, რომლითაც ჯარის სრული აღჭურვა მოხდება, გავაფორმეთ კონტრაქტი ისრაელის სახელმწიფო კომპანია "რაფაელთან". ერთ წელიწადში ჩვენი საზენიტო-სარაკეტო სრულად მოდერნიზებული იქნება. ასევე, დავიწყეთ ავიაციის აღდგენა“, - აღნიშნა მან. 

 

 

მინისტრის განმარტებით, იგეგმება ადგილობრივი სამხედრო წარმოების განვითარება: „ჩვენ გვინდა ადგილობრივი წარმოების განვითარება, ეს იქნება „დრონების“, უფრო სერიოზული ჯავშანტექნიკის წარმოება და არა ის სათამაშო, რითაც სააკაშვილი ამაყობდა. ჩვენ ყველა მიმართულებით 100%-იანი გაუმჯობესება გვაქვს“. 

 

 

თავდაცვის მინისტრმა აშშ-სა და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა და მრავალეროვნული სწავლების - „ღირსეული პარტნიორი 2020“-ის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი