ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ენრეგეტიკის მინისტრის, ვიცე პრემიერის კახა კალაძის განცხადებას - "1 ოქტომბერი ოქროს ასოებით ჩაიწერება საქართველოს ისტორიაში" - ეხმაურება და ამბობს, რომ ამ დონეზე გადაგვარებული პოლიტიკოსი არსად უნახავს.
"კი საყდრისში ივანიშვილის მიერ მიტაცებული საბადოს ოქროდან დამზადებული ასოებით ჩაიწერება 1 ოქტომბერს სიცრუის გზით თქვენი მოსვლა, ასევე თქვენი გუნდიდან მიტაცებული ეროვნული მილიარდებით ნაყიდი ოქროც დაემატება იმ ასოებს. მე ასეთ ახალგაზრდა ასაკში ამ დონეზე გადაგვარებული პოლიტიკოსი არ შემხვედრია არსად. მას შემდეგ რაც დაპირებული ტარიფების განახევრების ნაცვლად ამ 20 ჰესის მესაკუთრემ დენი მამის სისხლის ფასი გაგვიხადა, თვალებში მაინც აღარ უნდა გვეჩხირებოდეს", წერს შალვა ნათელაშვილი Facebook -ზე.

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.