იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენისთვის განიხილა პარლამენტის წევრების: რატი იონათამიშვილის და გურამ მაჭარაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“.
კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციისას პირი თავისუფლდება ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარდგენის ვალდებულებისგან, ხოლო ამ ცნობის წარდგენის ვალდებულება ეკისრება აღნიშნულ არჩევნებში პარლამენტის წევრად არჩეულ პირს. საკანონმდებლო ინიციატივის შემუშავების მიზანია COVID-19-ის გავრცელების პრევენცია.
„ჩვენ, საარჩევნო კოდექსში შევიტანეთ ბევრი პოზიტიური ცვლილება, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციების საფუძველზე. ასევე, ქვეყანაში არსებული და მსოფლიოში არსებული COVID-19-ის გავრცელების ფონზეც, გათვალისწინებულია საარჩევნო კოდექსში შესაბამისი რეგულაციები. ჩვენი გათვლებით, იმ პირების სავარაუდო რაოდენობა, რომლებსაც საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარდგენა უწევთ, 9000-მდეა, რაც თავისთავად გულისხმობს ამ პირთა დიდი ნაწილის მიერ ერთდროულად მიმართვასა და დროის კონკრეტულ მონაკვეთებში ამ დაწესებულებებში მათ თავშეყრას. სწორედ, ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გათვალისწინებით და შესაბამის დაწესებულებებთან და პარტიებთან კონსულტაციების საფუძველზე წარმოგიდგენთ კანონპროექტს, რომლითაც ნარკოლოგიური ცნობის ჩაბარების ვალდებულება რჩება მხოლოდ იმ პირებზე, ვინც უკვე არჩეული იქნებიან პარლამენტში“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენისთვის განიხილა პარლამენტის წევრების: ირაკლი კობახიძის, რატი იონათამიშვილის და გურამ მაჭარაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
კანონპროექტით წარმოდგენილია ორი ცვლილება, კერძოდ:
მომხსენებლის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით შექმნილია ფორმატი, რომელშიც მონაწილეობენ დიპლომატიური კორპუსის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
„კონსულტაციების საფუძველზე, ჩვენ გვაქვს სურვილი კიდევ უფრო დავაკონკრეტოთ და დავაზუსტოთ ეს ცვლილებები და ის პროცესი, რაც მოწონებულია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით, კომიტეტის სხდომაზე წარმოდგენილი იყო დამოუკიდებელი პარლამენტის წევრის, ეკა ბესელიას ალტერნატიული კანონპროექტი, რომელიც გურამ მაჭარაშვილმა არ გაიზიარა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ირაკლი კობახიძის, რატი იონათამიშვილის და გურამ მაჭარაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი ორგანული კანონის პროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.