15 სექტემბერს სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მუშაობის შედეგად კახეთის ოთხ რაიონში სეტყვასაშიში პროცესები განეიტრალდა.
209 კმ2 საერთო ფართობის მქონე შიდამასიური ტიპის ღრუბლის მასებმა რეგიონში დღის მეორე ნახევარში დაიწყო ჩამოყალიბება. კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობამ 100 % შეადგინა, მოსალოდნელი მარცვლების ზომა 42,6 მმ იყო.
ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის მიერ, ახმეტის, საგარეჯოს, გურჯაანის და სიღნაღის რაიონებში 17:32 სთ-დან 23:28 საათამდე ღრუბლის მასები რამდენიმე ეტაპად დამუშავდა. გასროლილი იქნა 150 ერთეულამდე რაკეტა.
სარაკეტო დამუშავების შედეგად ნალექის დიდი ნაწილი წვიმის სახით ჩამოიცალა, მცირე რაოდენობის სეტყვის მოსვლა სიღნაღის რაიონში სროლისთვის შეზღუდულ სექტორში დაფიქსირდა.
ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის მიერ მონიტორინგი 24 საათიან რეჟიმში გრძელდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.