ამირან გამყრელიძე: ადრეულ ეტაპზე ინფექცია თითქმის არ გვეპარება, ეს ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ ძირითადად მსუბუქი შემთხვევებია
16-09-2020, 15:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქვეყანაში საგრძნობლად გაზრდილია PCR-ტესტირების მაჩვენებელი, შეიძლება ითქვას, ადრეულ ეტაპზე ინფექცია თითქმის არ გვეპარება, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში.

 

 

როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანებს ადრეულ ეტაპზევე ავლენს, რის შედეგადაც ძირითადად, ინფიცირების მსუბუქი შემთხვევებია.

 

 

„ქვეყანაში საგრძნობლად გაზრდილია PCR-ტესტირების მაჩვენებელი. დღევანდელი რიცხვით, უკვე ნახევარ მილიონს გადააჭარბა, ანუ იანვრიდან მოყოლებული 508 ათასი „პისიარ“ ტესტია ქვეყანაში.

 

 

მილიონ მოსახლეზე ჩვენ გვაქვს 136 818 ტესტი, რაც გახლავთ ერთ-ერთი კარგი მაჩვენებელი. ევროკავშირის ქვეყნებს შორის ჩვენ სადღაც შუა ხაზზე ვართ. ეს ნიშნავს, რომ გაფართოებული ტესტირების დროს, დილისთვის 11 ათასამდე ტესტირება გვქონდა. შეიძლება ითქვას, რომ ადრეულ ეტაპზე ინფექცია თითქმის არ გვეპარება და ამიტომაც ეს ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ ძირითადად მსუბუქი შემთხვევებია. ინფიცირებულებს ადრეულ ეტაპზევე ვავლენთ და ვიწყებთ მათ მართვას, რაც სწორედ გამოსავლის კარგი წინაპირობაა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი