რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში სამუშაოების ხარისხი გაუმჯობესდა, ხელისუფლება სწრაფი ნაბიჯებით მიდის წინ, მაგრამ ეს საჭიროებიდან შორს არის.
ასე გამოეხმაურა ჯავახიშვილი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის სამ წლისთავს.
„საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, რომ გაუმჯობესდა სამუშაოების ხარისხი. წარმოუდგენლად დიდი მოცულობის სამუშაოები ჩატარდა, თუნდაც ავტობანზე. სწრაფი ნაბიჯებით მივდივართ წინ, მაგრამ ეს ძალიან შორს არის საჭიროებიდან და ჩვენი სურვილებიდან. იმედია კიდევ უფრო დაჩქარდება ტემპები“, - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.