ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ რეგიონალური ოფისის დირექტორს ვახტანგ ბერიშვილს შეხვდა.
შეხვედრაზე ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაზგამანაწილებელი ქსელის ექსპლუატაციის და მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანების საკითხები განიხილეს.
კომპანიის წარმომადგენლის ინფორმაციით სოფლებში ინდივიდუალური გამრიცხველიანება უახლოეს პერიოდში დაიწყება და ეტაპობრივად განხორციელდება.
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ ხობის მუნიციპალიტეტის 13 სოფელში გაზსადენი ქსელის მშენებლობა დაასრულა.
შეხვედრას მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა და მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ.
ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.