MasterCard-ი პოსტკრიზისულ პერიოდში საქართველოს ტურიზმის სექტორის განვითარების ხელშეწყობაში დაეხმარება - აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიასა და MasterCard-ის ვიცე-პრეზიდენტის, ნიკოლა ვილლას შორის გამართული შეხვედრისას გახდა ცნობილი.
თანამშრომლობის მემორანდუმი MasterCard-სა და ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის ხვალ გაფორმდება - მსოფლიოში წამყვანი გლობალური საგადახადო და ტექნოლოგიური კომპანია ქვეყანას ტურიზმის შესახებ მონაცემების, ცოდნის და ანალიზის გაზიარების, აგრეთვე, მარკეტინგული საქმიანობისა და ინვესტიციების დაგეგმვის ნაწილში, ერთი წლის განმავლობაში სრულიად უფასოდ დაეხმარება.
მთავრობის მეთაურთან გამართულ შეხვედრაზე MasterCard-ის ვიცე-პრეზიდენტმა აღინიშნა, რომ წინა წლების მაჩვენებლებით საქართველო ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით ერთ-ერთი ლიდერი იყო მსოფლიოში და კომპანია მზად არის დაეხმაროს ქვეყანას პოსტ-კრიზისულ პერიოდში, როგორც ტურიზმის სექტორის, ისე ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის თვალსაზრისით.
შეხვედრისას, აგრეთვე, განიხილეს ციფრული ტექნოლოგიების, ელექტრონული გადახდებისა და მონაცემთა ანალიზის განვითარების შესაძლებლობები ახალი კორონავირუსის და პანდემიის დაძლევის მიმართულებით და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ესწრებოდა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.