ამირან გამყრელიძე: ეპიდსიტუაცია გლობალურად კვლავ დაძაბული რჩება, ერთადერთი, რაც დამამშვიდებელია, ვირუსის აგრესიულობა ოდნავ შემცირებულია
16-09-2020, 18:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ეპიდსიტუაცია გლობალურად კვლავ დაძაბული რჩება. ერთადერთი, რაც დამამშვიდებელია, ვირუსის ვირულენტობა, ანუ აგრესიულობა ოდნავ შემცირებულია, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე.

 

 

გამყრელიძის თქმით, გლობალურად „კოვიდ-19“-ით სიკვდილიანობის მაჩვენებელი 7-დან 3,2 პროცენტამდე შემცირდა, შემთხვევების უმრავლესობა კი მსუბუქად მიმდინარეობს.

 

 

„კორონავირუსულ ინფექციასთან დაკავშირებით, ეპიდსიტუაცია გლობალურად კვლავ დაძაბული რჩება. ჯერჯერობით მსოფლიოში ყოველდღიური ახალი შემთხვევების კლება არ არის. რიცხვი ყოველდღიურად აჭარბებს 250-270 ათასს და სამი დღის წინ გახლდათ პიკური, როდესაც 300 ათასს გადააჭარბა. მთლიანად, ინფიცირებულთა რაოდენობა 30 მილიონს მიუახლოვდა და სამწუხაროდ, კორონავირუსული ინფექციით და მისი გართულებებით დაახლოებით, 940 ათასამდე ადამიანი უკვე დაიღუპა.

 

 

დაძაბულია სიტუაცია ჩვენს რეგიონში. მხედველობაში მაქვს ევროპის რეგიონი, ასევე, ჩვენი მეზობლები, ოთხივე, ვისთანაც საზღვარი გვაქვს. სერიოზულად იზრდება ინფიცირების შემთხვევები უკრაინაში, ცენტრალურ აზიაში. კვლავ დაიძაბა სიტუაცია დასავლეთ ევროპის ქვეყნებში – ესპანეთში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში. გარდა ამისა, ზრდა აღინიშნება გერმანიაში, ნორვეგიასა და კიდევ სხვა ქვეყნებში. ამიტომ, აქედან დასკვნა, რომ კორონავირუსული ინფექცია ჯერ უკან არ იხევს. პანდემია გრძელდება. ერთადერთი, რაც გახლავთ დამამშვიდებელი, არის ის, რომ ვირუსის ვირულენტობა, ანუ აგრესიულობა ოდნავ შემცირებულია. თუ გაზაფხულზე სიკვდილიანობის პროცენტი გლობალურად გვქონდა 7, დღეს არის 3,2 და შემთხვევების უმრავლესობა მიმდინარეობს უსიმპტომოდ და მსუბუქად. რაც შეეხება კრიტიკულ ავადმყოფებს, გლობალურად მათი რაოდენობა მხოლოდ ერთი პროცენტია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი