ანრი ოხანაშვილი: საპარლამენტო ოპოზიცია პოლიტიკურად ნუ პარატიზობს, რადგან ხელფასს იღებენ და სანაცვლოდ არაფერს აკეთებენ
16-09-2020, 19:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თუ ოპოზიციის წარმომადგენლებს „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტზე რაიმე შინაარსობრივი შენიშნა ან მოსაზრება აქვთ, კეთილი ინებონ და საპარლამენტო საქმიანობის განხორციელებაში მონაწილეობა მიიღონ, საგნობრივი შენიშვნა წარმოადგინონ, რაშიც საზოგადოება მათ ხელფასს უხდის, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.

 

 

ოხანაშვილი საპარლამენტო ოპოზიციას მოუწოდებს, „პოლიტიკურად ნუ პარატიზობს“.

 

 

„ხელფასს იღებენ და სანაცვლოდ არაფერს აკეთებენ. მინიმალური სტანდარტი, რაც პარლამენტის წევრმა უნდა დააკმაყოფილოს, ეს არის სხდომებში მონაწილეობა და არა ისე, რომ ბოიკოტს აცხადებენ და ხელფასს იღებენ. საზოგადოებას მათი გულწრფელობის არ სჯერა, მით უმეტეს, როცა საქმე სასამართლოს საკითხს ეხება“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

 

 

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესი ზუსტდება. კერძოდ, დასაბუთების საკითხი ყველა ეტაპზე შემოდის და კანდიდატს უფლება ექნება, მის მიმართ გამოტანილი კონკრეტული შუალედური გადაწყვეტილებები გაასაჩივროს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი