არჩევნები ჩატარდება 31 ოქტომბერს და ყველას ვურჩევ, სპეკულაციების ნაცვლად, არჩევნებისთვის მოემზადონ, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, არსებობს თუ არა არჩევნების გადადების საშიშროება.
მისი თქმით, სპეკულაციაა, რომ თითქოს „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნების გადადება უნდა.
„რამდენიმე დღეა სპეკულაციები გვესმის იმისთან დაკავშირებით, რომ თითქოს, „ქართულ ოცნებას“ არჩევნების გადადება უნდა. ეს არის წმინდა წყლის სპეკულაცია. ამასთან დაკავშირებით განმარტება არაერთხელ გავაკეთეთ, თუმცა სპეკულაციები არ წყდება. კიდევ ერთხელ უნდა გავიმეოროთ, რომ არჩევნები ჩატარდება სათანადო დროს და ეს არის 31 ოქტომბერი, როგორც გათვალისწინებულია კონსტიტუციით. ახლა არც იმის ფუფუნება გვაქვს, რომ თუნდაც ეკონომიკური ლოქდაუნი გამოვაცხადოთ და ბუნებრივია, პოლიტიკური ლოქდაუნიც ვერ გამოცხადდება. შესაბამისად, არჩევნები ჩატარდება სათანადო დროს, ეს არის 31 ოქტომბერი და ყველას ვურჩევ, სპეკულაციების ნაცვლად, ამ არჩევნებისთვის მოემზადონ“, – განაცხადა კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.