გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ნიუ-იორკში საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროების პოლიტიკურ დირექტორებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრა მთლიანად დაეთმო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგს. მინისტრმა ევროპელ დიპლომატებს ინფორმაცია მიაწოდა ასოცირების დღის წესრიგის იმპლემენტაციის, ქვეყანაში გატარებული რეფორმების, ასევე ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობის შესახებ.
ევროპელი დიპლომატების მხრიდან დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა ვიზა-ლიბერალიზაციის მიმართულებით, ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა საქართველოსთან მიმართებაში დადებითი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობას, რომელზეც არ უნდა იმოქმედოს ევროპაში არსებულმა მიგრანტების კრიზისმა.
„რეაქციები ჩვენი ევროპელი მეგობრების მხრიდან დადებითია. ჩვენი მხრიდან უმთავრესი გზავნილი არის ის, რომ ვიზა-ლიბერალიზაციის კუთხით სქართველოს მიერ ჩატარებული რეფორმები არ უნდა იქნას ასოცირებული მიგრანტების იმ პრობლემასთან რაც ევროპაშია, საგულისხმოა, რომ ამაზე ევროპელი დიპლომატების მხრიდან იყო ერთგვაროვანი დამოკიდებულება, რაც გვაძლევს იმის იმედს, რომ ვიზის კუთხით მაქსიმალურად დადებითი რეაქციები იქნება დედაქალაქებიდან უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე.
სტუმრების მხრიდან დადებითი შეფასებები მოჰყვა იმ რეფორმებს, რაც საქართველომ გაატარა, ამ მხრივ კი სათქმელი მართლაც ბევრია, შეიცვალა 15 კანონი, გატარდა ინსტიტუციური რეფორმები, დაიხვეწა კონტროლის მექანიზმები მიგრაციის კუთხით და ის უკვე არის ევროპულ სტანდარტებზე, ამიტომ რაიმე სახის დისკომფორტი საქართველოსთან მიმართებაში ევროპას არ უნდა ჰქონდეს“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკურ დირექტორებთან შეხვედრის დროს. ქართული მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ სამინისტროს მაღალჩინოსნები და გაერო-ში საქართველოს მისიის წევრები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.