ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო დაათვალიერა. მინისტრი კლინიკური ჯგუფის წევრებთან ერთად პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 154 პაციენტი იმყოფება. რეანიმაციულ პალატაში , ექიმების ზედამხვედლების ქვეშ კი დაკვირვებას 12 პაციენტი გადის. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, აჭარაში საწოლფონდი სრულადაა მობილიზებუილი. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, საკარანტინე სივრცეებში პაციენტების გამოჯანმრთელების დადებითი დინამიკა შეიმჩნევა.
„აჭარაში საწოლფონდი სრულად მობილიზებულია. ამ ეტაპისთვის კოვიდ -კლინიკების დატვირთულობა 50%ს შეადგენს. პაციენტების გამოჯანმრთლეების დადებითი დინამიკა შეინიშნება საკარანტინე სივრცეებშიც. აჭარაში სიტუაციის სტაბილიზაციისთვის გარკევეული დაკვირვება ჯერ კიდევ გვესაჭიროება“- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.