საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, ქვეყანაში არჩევნების გადადება ან სხვა ვადებში ჩატარება არ განიხილება და კენჭისყრის პროცესი, როგორც გამოცხადებულია, 31 ოქტომბერს გაიმართება.
„არჩევნების გადადება არმც და არმც არ განიხილება. როგორც გამოცხადებულია, არჩევნები ჩატარდება 31 ოქტომბერს. ჩვენ, ხელისუფლება ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ამ ვადებში უზრუნველყოფილი იყოს შესაბამისი გარემო არჩევნების მაღალი სტანდარტებით ჩატარებასთან დაკავშირებით. ასე რომ, არანაირი გადადება ან რაღაც სხვა ვადებში ჩატარება არ განიხილება“, – აღნიშნა ზალკალიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.