ხობის მუნიციპალიტეტის ახალი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობასთან კონსულტაციაზე შერჩეული ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გაშფერდში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია, ხოლო ზუბში სკვერის კეთილმოწყობა მიმდინარეობს.
სკვერის კეთილმოწყობაზე -12988 ლარი, ხოლო ბაღის რეაბილიტაციაზე - 13101 ლარი დაიხარჯება.
სამუშაოზე ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.
სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია გაეცნო.
წელს ხობის მუნიციპალიტეტის 21 ადმინისტრაციულ ერთეულში, 784 ათასი ლარის ღირებულების 51 პროექტი განხორციელდება.
ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.