გიორგი მარგველაშვილი: არ მგონია, რომ ვინმე მოახერხებს და რამეში შემზღუდავს
01-10-2015, 05:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არ მგონია, რომ ვინმე მოახერხებს და რამეში შემზღუდავს. მეტიც, ამ თამაშის წესებით თავისუფლად ვიქნები პოლიტიკაში, გავაგრძელებ პოლიტიკაში ყოფნას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ვაშინგტონში, ქართულ დიასპორასთან შეხვედრაზე, მის პოლიტიკურ მომავალთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საუბრისას განაცხადა.


როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ მძიმეა იმ ქვეყნის პრეზიდენტობა, რომელიც "დალხენილი და კარგად მყოფი" არ არის, მისი ფუნქცია მოსწონს.


"შეზღუდული აღმასრულებელი ფუნქციების პარალელურად, კონსტიტუციის ახალმა რედაქციამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი სფერო მოუნიშნა პრეზიდენტს და მე ამ თვალსაზრისით ნაკლულობას არ განვიცდი. მუდმივად არის ლაპარაკი შეზღუდულ უფლებებზე, მუდმივად არის ლაპარაკი, რომ აღმასრულებელ გადაწყვეტილებებს ვერ ვიღებ. პარლამენტს მუდმივად უხარია, რომ ვეტოს დაძლევის კვოტა არის ძალიან დაბალი, მაგრამ მე ამისგან სირთულეს ვერ ვხედავ, რადგან მეძლევა შესაძლებლობა, ძალიან მნიშვნელოვან და სტრატეგიულ საკითხებში მივიღო მონაწილეობა. მე მეძლევა შესაძლებლობა იმისა, რომ არ ვიყო ჩართული ყოველდღიურ დაპირისპირებებში, ყოველდღიურ პარტიულ პოლიტიკაში. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციის ახალმა რედაქციამ შეამცირა პრეზიდენტის უფლებები და, ამაზე მემგონი ჩემს გარდა ყველა გამოთქვამს სინანულს, ნამდვილად არც მიჭირს ამ უფლებებში. არ მგონია, რომ ვინმე მოახერხებს და რამეში შემზღუდავს. მეტიც, ამ თამაშის წესებით თავისუფლად ვიქნები პოლიტიკაში, გავაგრძელებ პოლიტიკაში ყოფნას. ასე რომ, მინდა ეჭვები თუ ჭორები ჩემი პოლიტიკაში არყოფნის შესახებ თავიდან ბოლომდე გაგიქარწყლოთ. საიდან მოდის ხოლმე ეს თემა ჩემთვისაც ძალიან საინტერესოა - ამ საკითხებს წამოწევენ ხოლმე პოლიტიკოსები, რომელთაც იმედი აქვთ, რომ მე რაღაც გადაწყვეტილებას მივიღებ", - განაცხადა პრეზიდენტმა.


ქვეყნის პირველმა პირმა ხაზი გაუსვა, რომ პოსტი, რომელიც უჭირავს, უმნიშვნელოვანესია.


"ეს არის უმნიშვნელოვანესი პოსტი და როლი, რომელიც მე მაქვს, რომელსაც ვემსახურები ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში. რა თქმა უნდა, მძიმეა, რადგან მე არ ვარ დალხენილი და კარგად მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი. მე ვარ ქვეყნის პრეზიდენტი, რომლის 20 პროცენტი ოკუპირებულია, მე ვარ პრეზიდენტი ქვეყნისა, რომელშიც არის ასობით ათასი დევნილი საკუთარ მიწა-წყალზე, მე ვარ პრეზიდენტი იმ ქვეყნის, რომლის ეკონომიკური მდგომარეობაც სერიოზული გამოწვევების წინაშეა და მე ვარ იმ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელსაც მუდმივად ემუქრება მეზობელი, თან - ბირთვული სახელმწიფო. შეუძლებელია ამ მდგომარეობაში შენ იყო კომფორტულად, მაგრამ პრეზიდენტი - ეს ფუნქცია და ეს ვალდებულება მომწონს, მეამაყება და გავაგრძელებ კიდეც ამ სამსახურს", - განმარტა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი