ირაკლი ღარიბაშვილი: „ღირსეული პარტნიორი 2020“ და მომავალ წელს დაგეგმილი „მტკიცე სული“ არის საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მკაფიო მაგალითი
18-09-2020, 22:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2020“ დახურვის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეებს სწავლების წარმატებით დასრულება მიულოცა, წარჩინებული სამხედროები კი, საშტატო იარაღით დააჯილდოვა.

 

 

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მსგავსი წვრთნების საქართველოში ჩატარება და ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობა მათ პროფესიონალიზმსა და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობას ადასტურებს: „აღნიშნული სწავლებით ჩვენ ყველას კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ, რომ ნებისმიერი, მათ შორის, უხილავი გამოწვევის მიუხედავად, თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებთან კიდევ უფრო ღრმავდება, ჩვენი სამხედროები მუდამ მზად არიან, პარტნიორებთან ერთად განაგრძონ მზადყოფნის ამაღლება ჩვენი საერთო მიზნისა და საერთო ღირებულებების დასაცავად. საერთო ღირებულებები არის სწორედ ის ქვაკუთხედი, რასაც ეფუძნება ჩვენი მტკიცე პარტნიორობა. ამ პარტნიორობას სწავლების განმავლობაში მონაწილე ქვეყნების სამხედროებს შორის ჩამოყალიბებული ნდობა კიდევ უფრო მყარს ხდის“.

 

 

როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, მრავალეროვნული სწავლებების მასპინძლობა ხელს უწყობს პარტნიორ ქვეყნებს შორის ნდობისა და ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, რაც რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების დაცვის საქმეში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. სიტყვით მიმართვისას, მინისტრმა მომავალ წლებში დაგეგმილ მნიშვნელოვან მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებებზე, „მტკიცე სულსა“ და ნატოს-საქართველოს ერთობლივი სწავლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი