აუცილებლად დაისჯება რუსეთი და რუსი ხალხი, სწორედ ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის მეოხებით - ჯუმბერ კირვალიძე
19-09-2020, 08:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამ ფოტოებზე, რასაც ხედავთ, ყველა ეს ეკლესია-ტაძრები, მონასტრები, სამრეკლოები და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელის ხატები, სხვადასხვა დროს, რუსეთის სხვადასხვა რეგიონში არის აშენებული, დაწერილი და უამრავი რუსი მორწმუნე, მართლმადიდებელი ქრისტიანი ლოცულობს ამ ტაძრებში, სადაც დაბრძანებულები არიან ეს წმინდა ხატები! ამის შესახებ პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე Facebook-ის პირად გვერდზე წერს და რუსული ეკლესია-ტაძრების ათეულობით ფოტოს აქვეყნებს.

 

 

"იცით, რა აერთიანებთ ამ ეკლესია-მონასტრებს? ის, რომ ყველანი არიან - ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის! ჰოდა, ნამდვილი პარადოქსია, როდესაც ამ ქვეყნის საერო და საეკლესიო პირები, ხმას არ იღებენ და არ აპროტესტებენ მათი ხელისუფლების პოლიტიკას, რაც გამოიხატება ივერიის, ანუ საქართველოს დანაწევრებაში, იმ ქვეყნის ტერიტორიების მიტაცებაში, რომელიც ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის მფარველობის ქვეშაა!! საოცარია, ალბათ, ეშმაკის "ხელი ურევია", როცა მარჯვენა ხელით პირჯვარს იწერენ და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიაში შედიან, ივერიის ღვთისმშობლის ხატს თაყვანსცემენ, ეამბორებიან და პარალელურად, "მარცხენა ხელით", ბრძანებას გასცემენ, სწორედ იმ ქვეყნის და ხალხის დასამონებლად, ვის სახელსაც ატარებენ ის ეკლესიები და ხატები, სადაც ეს ფარისევლები (სხვა რა ვუწოდო?!) დადიან და ლოცულობენ!!! სამწუხაროდ, თუ გონზე არ მოვიდნენ და არ შეწყვიტეს ეს უმსგავსობა, ანტიქრისტიანული საქციელი, ამისთვის აუცილებლად დაისჯება რუსეთი და რუსი ხალხი, სწორედ ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის მეოხებით, რომელიც წარსულშიც, აწმყოშიც და მომავალშიც, უწინარესად(!!!), - ივერიის, საქართველოს და ივერიელების, ქართველების მფარველი და შემწე იყო, არის და იქნება, უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 


P.S. რუსების დიდმა უმრავლესობამ არ იცის, რომ ივერია, იგივე საქართველო, არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა! დიახ, რუსების 95% არცკი იცის, რომ ივერია - საქართველოა!! მათთვის, საქართველო - "გრუზიაა"!!! - წერს ჯუმბერ კირვალიძე.

 

კომენტარები: 1
#1   ირაკლი
      
ბატონო ჯუმბერ,იმ ქალაქებში სადაც ეს მონასტრებია ყველგან არის ქართველი მრევლი, მაგათი გაერთიანება და ისტორიის მიწოდებაა საჭირო რომ გააცნონ თავიანთ არაქართველ მრევლს.და ბევრი კარგი აზრი გვაქვს ამ მიმართულებით. ამჟამად სად იმყოფებით?
19 სექტემბერი 2020 01:21
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი