საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „დაცინვას“ უწოდებს მევენახეებისთვის მთავრობის მიერ 30-თეთრიან სუბსიდირებას და აცხადებს, რომ მისი პრემიერ მინისტრობის დროს 1 კილოგრამ ყურძენზე 80 თეთრის დანამატის გაცემა მოხდება.
„აი, ამაზეა ნათქვამი, აქ რამ მოგიყვანა შე დალოცვილო შენა. ეს არის საფერავი, რომელიც ჩემ მიერ არის ჩაყრილი კიევურ ვენახში, უკრაინის დედაქალაქის გარეუბანში. რა თქმა უნდა, ძალიან მენატრება ჩემი ვენახი ყვარელში, მაგრამ ახლა ჩემზე კი არ მინდა საუბარი, მინდა ქართველ მევენახეებზე იმიტომ, რომ რა ციფრებიც არის, ხდება თეთრი ყურძნის მიღება 50 თეთრად, ქარხნების მიერ და მთავრობა უმატებს 30 თეთრს. ე.ი. ზუსტად 2-ჯერ ნაკლებს უმატებს, ვიდრე ჩვენ ვუმატებდით ჩემი პრეზიდენტობის დროს 2012-ში, დოლარებში რომ გადავიყვანოთ და იმის შემდეგ ფასებმა ხომ მოიმატა. საფერვაზე 2 ლარია, როცა მაშინ იყო მინიმუმ 3 ლარი და 2 და 3 ლარს შორის განსხვავება კურსში არის ძალიან დიდი.
„მე მინდა გითხრათ, რომ ეს არის დაცინვა და მინდა მივმართო ჩემს კახელ მეზობლებს და ყველას საქართველოში, ვისაც ეხება ეს პრობლემა, მე, როგორც საქართველოს მთავრობის შემდეგი ხელმძღვანელი, გაძლევთ გარანტიას, რომ, შეინახეთ ეს სერტიფიკატები, 30 თეთრის ნაცვლად მოხდება უკლებლივ ყველა კილოზე დამატება 80 თეთრის. ეს არის დასაწყისისთვის რისი გაკეთებაც შეგვიძლია ეგრევე, ოქტომბრის შემდეგ და მერე სულ უფრო მეტად მივხედავთ ამ სფეროს იმიტომ, რომ ეს არის სტრატეგიული სფერო საქართველოსთვის, ეს არის საქართველოს სიამაყე. ძალიან დიდი ბაზარია ქართული ღვინოსთვის მთელ მსოფლიოში, ოღონდ ყველამ ამაზე უნდა ვიმუშაოთ და გავაგრძელოთ ის სამუშაო, რომელიც თავის დროზე გვქონდა დაწყებული. ცოტაც კიდევ გაძელით ჩემო ძვირფასებო“, აცხადებს სააკაშვილი ვიდეო მიმართვაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.