დიდუბის რაიონის გამგეობამ ტერევერკოს ქუჩის პირველ ჩიხში სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები დაასრულა და გზის მოწესრიგება დაიწყო.
პროექტით გათვალისწინებულია 2 240 კვ.მ ფართობზე ორფენიანი ასფალტისა და ბორდიურის მოწყობა, ასევე, მოსახლეობასთან შეთანხმებით, მოეწყობა გამწვანების ზოლი. სამუშაოებისთვის 100 000 ლარია გამოყოფილი.
აღნიშნულ ქუჩაზე, წვიმის დროს წყალი გუბდებოდა, რაც ადგილობრივ მცხოვრებლებს გადაადგილებაში ხელს უშლიდა. ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიხედვით, 180 გრძ/მ სანიაღვრე ქსელი და საკომუნიკაციო ჭები მოეწყო.
პროექტის დასრულება მიმდინარე თვის ბოლოს იგეგმება. მიმდინარე სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.