ნინოწმინდისა და ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი და ამავე ოლქის დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატი ენზელ მკოიანი, რომლის გაზკომპანიაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა, რეგიონში ხალხმრავალ წინასაარჩევნო კამპანიას ატარებს.
„ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში ჩავატარეთ ჩვენი საარჩევნო შტაბების გახსნის ოფიციალური ცერემონიალი.
შეხვედრაში მონაწილეობდა უამრავი ჩემი მხარდამჭერი.
როგორც ყოველთვის, ჩემი დევიზია ხალხისთვის, ხალხთან ერთად.
ერთად ვიაროთ წინ, დიადი გამარჯვებისკენ“, წერს ენზელ მკოიანი.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ენზელ მკოიანის გაზკომპანიის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 218-ე მუხლების პირველი ნაწილებით დაიწყო.
ენზელ მკოიანი, რომელიც 2016 წელს „ქართული ოცნების“ მიერ იქნა წარდგენილი დეპუტატობის კანდიდატად და ხმათა დიდი უპირატესობით გახდა პარლამენტის წევრი, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დამოუკიდებლად იყრის კენჭს.
იგი ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წევრი 1999 წლიდან არის. პირველად ის ნინოწმინდის მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატად საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა, 2003 წელსაც საინიციატივო ჯგუფი იყო მისი წარმდგენი, ხოლო 2008 და 2012 წლებში „ერთიანი ნაციონალური მოძრობა“, თუმცა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მკოიანი „ქართული ოცნების“ რიგებს შეუერთდა და 2020 წლის აგვისტომდე „ოცნების“ აქტიური მხარდამჭერი იყო. მმართველ პარტიას იგი მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ახალქალაქის და ნინოწმინდის მაჟორიტარულ ოლქში მის ნაცვლად ასევე მოქმედი დეპუტატი და „ქართული ოცნების“ წევრი სამველ მანუკიანი წარადგინა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.