ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით დასუფთავების აქცია გაიმართა „ყოველი მცირე ქმედება სამყაროს განსხვავებულს ხდის“.
აქციის ფარგლებში, დასუფთავდა ქალაქ ხობის ცენტრალური სტადიონის მიმდებარე ტერიტორია. დასუფთავების აქციაში საჯარო მოხელეებმა და ა(ა)იპ-ის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.
დასუფთავების აქცია კამპანიის ფარგლებში გაიმართა, რომელიც შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველოს“ მიერ ხორციელდება.
ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.