„ყველა პირველკურსელი ფინანსდება 1000 ლარით“ - 2020 წელს უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულ, მესტიის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ყველა პირველკურსელს მესტიის მერია 1000 ლარით დააფინანსებს
20-09-2020, 08:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

2020 წელს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულ, მესტიის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ყველა პირველკურსელ სტუდენტთა საყურადღებოდ მესტიის მერია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ „პირველკურსელ სტუდენტთა თანადაფინანსების“ პროექტის ფარგლებში განცხადებების მიღება დაიწყო.

 


მესტიის მუნიციპალიტეტის მერია უკვე მეშვიდე წელია წარმატებით ახორციელებს აღნიშნულ პროექტს, რომლის ფარგლებშიც ყველა პირველკურსელი ფინანსდება 1000 ლარით. მუნიციპალიტეტის მასშტაბით 2013 წლიდან დაფინანსებულია 450-მდე სტუდენტი.

 


მერიაში აცხადებენ, რომ განცხადების რეგისტრაციისთვის სტუდენტებმა უნდა მიმართონ მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურს და უნდა წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:

 


✔️ პირადობის მოწმობის ასლი;


✔️ ატესტატის ასლი;


✔️ ცნობა იმის თაობაზე, რომ განმცხადებელი ბოლო სამი წელი სწავლობდა მესტიის მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;


✔️ ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან;


✔️ უმაღლესი სასწავლებლის ანგარიშფაქტურა/რეკვიზიტები;


✔️ განცხადება (ივსება ადგილზე);


დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე - 599 85 55 27

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი