თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში - აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით - გამოვლენილი კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევიდან 128 აჭარას, 30 თბილისს, 19 კი ქუთაისს უკავშირდება.
„დაგვემატა 196 ახალი შემთხვევა და გახდა 3502. 196 შემთხვევა ასე ნაწილდება: აჭარა – 128, თბილისი – 30, ქუთაისი -19, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 6, ქვემო ქართლი – 5, შიდა ქართლი – 1, გურია – 4, ნცხეთა-მთიანეთი – 2, კახეთი - 1“, განაცხადა მარინა ეზუგბაიამ და დაამატა, რომ 13-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულების რაოდენობა და ჯამში ინფიცირებულთა 43 პროცენტი შეადგინა.
მისი თქმით, ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებსა და სასტუმრო ჰოსპიტლებში 1 981 პაციენტი გადის მკურნალობა-მეთვალყურეობას - მხოლოდ კოვიდ-ცენტრებში 836 პაციენტია მოთავსებული, მათგან 80-მდე პაციენტის მდგომარეობა მძიმე, 14-ის კი კრიტიკულია, დანარჩენი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო და მსუბუქად ფასდება.
რაც შეეხება უშუალოდ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს მონაცემებს, კლინიკიდან ერთი პაციენტი სასტუმრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ეზუგბაიას განცხადებით, შესაბამისად, ამჟამად ინფექციურში ახალი კორონავირუსით 34 პაციენტი რჩება, მათ შორის ერთი კრიტიკულად მძიმე და ორი მძიმე პაციენტია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.