“ამომრჩეველმა უნდა იცოდეს, ვინ იქნებიან ის ადამიანები, რომლებსაც საკუთარი და ქვეყნის ბედს ანდობენ", განაცხადა “ლელოს” თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ. მისი თქმით, უახლოეს პერიოდში ფართო საზოგადოებას სიის იმ პირველ 25 წევრს და ჩრდილოვან კაბინეტს წარუდგენს, რომელიც სამომავლოდ ლელოს “მარშალის გეგმას” განახორციელებენ.
მამუკა ხაზარაძის განცხადებით, “ლელომ” დადო რეალური პროგრამა არა ლოზუნგებით, არამედ რეალური ნაბიჯებით, როგორ მიიღწევა კეთილდღეობა, პროგრამის განხორციელებისთვის კი პარტიას მაღალკვალიფიციური პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი ჰყავს.
“იმ პროგრამას, რომელიც ჩვენ გვაქვს, სჭირდება, განმახორციელებელი გუნდი, ე.წ ჩრდილოვანი კაბინეტი. ამომრჩეველს სჭირდება, ნახოს ის მენეჯმენტი, რომელსაც ის ქირაობს, როგორც გადასახდის გადამხდელი და რომელიც ანდობს მომავალ 4 წლით საკუთარ ბედს. ჩვენ ასევე უახლოეს მომავალში წარმოვადგენთ სიას და შემადგენლობას, რომ ხალხმა იცოდეს, ვინ იქნება ის პირველი 25 ადამიანი, რომელიც საკანონმდებლო მხარდაჭერას გაუკეთებს ამ რეფორმებს. რეფორმები ძალიან მკაფიოდ გვაქვს გაწერილი. პირველ ას დღეში მოხდება ინიცირება ყველა საკანონმდებლო აქტის და კანონპროექტების, რომელიც ჩვენს რეფორმებს სჭირდება, 300 დღეში წარვადგენთ ლელოს “მარშალის გეგმის” პირველ შედეგებს, ხოლო 4 წელიწადში ჩვენი რეკონსტრუქციის გეგმის მთლიან შედეგებს. 4 წელიწადში დავასრულებთ იმ საფუძვლის მშენებლობას, რომელიც არ აშენებულა საქართველოში ბოლო30 წლის განმავლობაში. ვქმნით საშუალო ფენას სტაბილური შემოსავლით და ყველა იმ ძირითად სვეტს: ფინანსურ, სამართლებრივ, ინფრასტრუქტურულ და ლოჯისტიკურ, ციფრულ ჰაბს, ენერგეტიკულ ჰაბს, ყველაფერს, რაც კი ჩვენს პროგრამაშია. ამას საფუძველს ვუყრით 4 წლის განმავლობაში და სწორედ ამის შემდეგ იწყება საქართველოს ეკონომიკის შეუქცევადი ზრდა",-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ, რომლის სიტყვების ციტირებასაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.