გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ 20 მილიარდი ლარი იქნება ინვესტირებული მომავალი 4 წლის განმავლობაში სისტემურ ინფრასტრუქტურაში
20-09-2020, 14:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოში არ არის ბევრი ქალაქი, რომელსაც შეიძლება ასეთი ეკონომიკური პოტენციალი ჰქონდეს განვითარების, თან სწრაფი განვითარების, თუმცა გამოწვევები ძალიან ბევრია, თუნდაც მაღაროელების ნაწილში და გარდა იმისა, რომ ეკონომიკა და წარმოება უნდა იყოს მომგებიანი, შრომის უსაფრთხოების ელემენტარული პირობები უნდა იყოს დაცული, - განაცხადა ტყიბულში საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ, ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ბეჟან წაქაძის წარდგენისას.

 

 

პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტში უკვე განიხილება ახალი შრომის კოდექსი, მეორე მოსმენით, რომელიც კიდევ უფრო უზრუნველყოფს მშრომელი ადამიანის შრომის პირობების უსაფრთხოებას, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

 

 

„ჩვენ ბევრი ტრაგედია გვაქვს აქ გადატანილი, ყველას ერთად. როგორც კახიმ დღეს თქვა, საქართველოს პარლამენტში უკვე განიხილება შრომის ახალი კოდექსი, მეორე მოსმენით, რომელიც კიდევ უფრო უზრუნველყოფს მშრომელი ადამიანის შრომის პირობების უსაფრთხოებას, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია და რაც წლების წინ საერთოდ არავის ახსოვდა. ის ბალანსი, რომელიც ჩვენ აუცილებლად უნდა დავიცვათ, როგორც ეკონომიკური განვითარების, ასევე მშრომელი ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, სულ უფრო და უფრო მაღალ ხარისხში ავა. არანაირ ბიზნესს, არანაირ შემოსავალს არ ექნება ფასი, თუ ადამიანის უსაფრთხოების ელემენტარული პირობები არ დავიცავით და ეს იქნება თანმიმდევრული მიდგომა, ვინც არ უნდა იყოს აქ, ტყიბულში, ვინც არ უნდა მუშაობდეს და რანაირი კომპანიაც არ უნდა იყოს. ეს არის ის მინიმალური პირობები, რაზეც უნდა შევთანხმდეთ, რაც, რა თქმა უნდა, არ გვაძლევს გარანტიას, რომ ერთ წუთში ან ერთ დღეში ყველაფერი გამოსწორდება და უმაღლეს ევროპულ დონეზე იქნება, მაგრამ თუ ჩვენ გვინდა შევინარჩუნოთ ტყიბული, როგორც ინდუსტრიული ქალაქი, როგორც მაღაროელების ქალაქი, ამ მიმართულებით ნელ-ნელა ნაბიჯი უნდა გადავდგათ,"- განაცხადა პრემიერმა.

 


გიორგი გახარიას თქმით, ტყიბულში განსაკუთრებით იგრძნობა სამუშაო ადგილების დეფიციტი და ეს არის მთავრობის ყველაზე დიდი გამოწვევა.

 


„გარდა ამისა, გულწრფელები უნდა ვიყოთ და ყველამ ერთმანეთს გავუზიაროთ ჩვენი გულის ტკივილი იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს ტყიბულში, ბევრგან სხვაგან საქართველოშიც, მაგრამ ტყიბულში განსაკუთრებით იგრძნობა სამუშაო ადგილების დეფიციტის საკითხი, რაც ჩვენს ტყიბულელებს აიძულებს ხშირ შემთხვევაში სხვაგან ეძებონ სამუშაო ადგილები, ეს არის მთავრობის ყველაზე დიდი გამოწვევა. ეს ის გამოწვევაა, რომელსაც ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვუპასუხოთ. ნებისმიერი ეკონომიკური რეფორმა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, ძირითად მიზნად ისახავს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. განსაკუთრებით დღეს არის ეს პრობლემური, როდესაც ჩვენ, ყველანი ერთად, ჯერ პანდემიის კრიზისში ვართ და შემდეგ უკვე ეკონომიკური კრიზისიც დაგვეწია. საქართველო, სხვებთან შედარებით, ერთ-ერთი საუკეთესო პოზიციებით შევა ეკონომიკური აღდგენის ფაზაში და ეს, ჩვენ, ყველამ ერთად უნდა გავიაზროთ და ამისთვის, ერთობლივად უნდა ვიშრომოთ,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.

 


პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში სისტემური ინფრასტრუქტურის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ არ უნდა იყოს განსხვავება, ადამიანი ცხოვრობს თბილისში, ბათუმში, ტყიბულში, თერჯოლაში, ზუგდიდში თუ სხვაგან.

 


მისივე თქმით, სახელმწიფოს ძირითადი ფუნქციები და სერვისები, ყველგან უნდა იყოს ერთი და იგივე და ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ თანაბარი პირობები შეუქმნას ყველას.

 


„ტყიბულისმაგვარ ქალაქებში, ყველაზე მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, არის სისტემური ინფრასტრუქტურა. ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ არ იყოს განსხვავება, ადამიანი ცხოვრობს თბილისში, ბათუმში, ტყიბულში, თერჯოლაში, ზუგდიდში, თუ სხვაგან. სახელმწიფოს ძირითადი ფუნქციები და სერვისები, ყველგან უნდა იყოს ერთ და იგივე. სისტემური ინფრასტრუქტურა უნდა იყოს დაახლოებული ერთმანეთთან. რა თქმა უნდა, გზები, წყალი, გაზი - ეს ყველაფერი ხელმისაწვდომი უნდა იყოს თითოეულ ქალაქსა და სოფელში. ამისთვისაც ბევრი შრომა დაგვჭირდება, იმიტომ, რომ ყველამ კარგად იცის, რა მდგომარეობაში დაგვხვდა ჩვენ ეს ინფრასტრუქტურა და მიუხედავად იმისა, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში სისტემურ ინფრასტრუქტურაში ინვესტირებული იქნება 20 მილიარდი ლარი, 4 წლის შემდეგაც, ჩვენი სისტემური ინფრასტრუქტურა, ევროპის დონეზე მაინც ვერ მივა. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, რომ სკოლები, საბავშვო ბაღებია გასარემონტებელი და ეს ყველაფერი ჩვენ ერთად უნდა გავაკეთოთ. ტყიბულში სასმელი წყლის გამწმენდი ნაგებობის პრობლემაა, რომლის რეკონსტრუქცია დავიწყეთ და დამთავრდება, ისევე, როგორც ქსელების რეკონსტრუქციის პროექტი ახლა დგება და გაკეთდება იმისთვის, რომ გამწმენდი ნაგებობა როცა გვექნება, ტყიბულში 24-საათიანი წყალმომარაგება იყოს, საბოლოოდ. როგორც კი მაგისტრალების და ჩქაროსნული გზების პრობლემები გადაწყდება, რა თქმა უნდა, შიდა გზების პრობლემა დგება პირველ პრიორიტეტად. რა თქმა უნდა, ბავშვებს უნდა ჰქონდეთ თანაბარი პირობები იმისთვის, რომ მიიღონ ხარისხიანი განათლება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ იმ ადამიანებს რეგიონებში, მათ შორის ტყიბულში, რომლებსაც უნდათ, პირველი ნაბიჯები ბიზნესში გადადგან, სახელმწიფო გვერდით დაუდგეს და ეს პირობები შეუქმნას, თანაბარი პირობები შეუქმნას ყველას, იმის მიუხედავად, ვინ სად ცხოვრობს და ვის როგორი შესაძლებლობები აქვს. ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი, რომელზეც თქვენთან ერთად უნდა ვიშრომოთ ყოველდღიურად იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში მივაღწიოთ ეკონომიკურად ძლიერ, სამართლიან, განათლებულ და ევროპულ სახელმწიფოს. ეს ის მიზანია, რომელსაც ჩვენ ერთად უნდა მივაღწიოთ, რომ საბოლოო ჯამში, უახლოეს მომავალში მივუკაკუნოთ ევროპული ოჯახის ქვეყნების დიდ გაერთიანებას და ვთქვათ, რომ ჩვენ ვიმსახურებთ და საქართველო უკვე არის სრულად ევროპული ქვეყანა. დარწმუნებული ვარ, ეს არჩევნები იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ ქართული დემოკრატიის ხარისხი კიდევ ერთხელ დავუდასტუროთ ყველას, რომ ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რას ნიშნავს გამოხატვის თავისუფლება, ადამიანის ღირსება და პოლიტიკური პლურალიზმი. ამის დამადასტურებელი იქნება ეს არჩევნები. დარწმუნებული ვარ, ბეჟან წაქაძე იქნება თითოეული თქვენგანის ღირსეული ხმა საქართველოს პარლამენტში. გამარჯვებას გისურვებთ, რაც მთავარია სამართლიან ბრძოლაში,"- აღნიშნა პრემიერმა.

 

კომენტარები: 131
#131   Ellie
      
References:


Payid friendly casinos https://cadetmove.ru/
დღეს, 08:55
#130   Kathaleen
      
References:


Payid casino welcome bonus https://rentry.co/bqn7mer2
დღეს, 04:17
#129   Angeles
      
References:


Payid casino $20 deposit http://yltt.0736live.com/home.php?mod=space&uid=47128
დღეს, 03:28
#128   Marisa
      
References:


Payid online casino real money http://auto-file.org/
16 ნოემბერი 2026 14:39
#127   Margart
      
References:


Offshore payid casinos australia eggswiki.site
16 ნოემბერი 2026 13:38
#126   Viola
      
References:


Najniższy depozyt muchbetter kasyno https://skitterphoto.com/
16 ნოემბერი 2026 12:01
#125   Robyn
      
References:


Casinos that take payid doc.thudep.com
16 ნოემბერი 2026 10:43
#124   Teresa
      
References:


Best new payid casinos https://app.wedonthavetime.org/
16 ნოემბერი 2026 08:33
#123   Karolin
      
16 ნოემბერი 2026 06:33
#122   Lemuel
      
References:


Best new payid casinos https://hedgedoc.uni-ak.ac.at/GoLo6vXcReGq2VA69bFgnQ
15 ნოემბერი 2026 23:51
#121   Katja
      
References:


Payid casino welcome bonus git.yang800.cn
15 ნოემბერი 2026 21:11
#120   Joyce
      
15 ნოემბერი 2026 17:15
#119   Eden
      
References:


Australian casinos that accept payid docs.monadical.com
15 ნოემბერი 2026 12:43
#118   Ramiro
      
References:


Casino certificati paypal https://cdss.snw999.com/space-uid-2798043.html
14 ნოემბერი 2026 15:45
#117   Jacquie
      
References:


Casino online sicuri carte di credito casino prelievo carta di
credito
14 ნოემბერი 2026 09:22
#116   Kisha
      
References:


Neosurf $10 deposit casino australia neosurf $5 deposit casinos
14 ნოემბერი 2026 04:05
#115   Alta
      
References:


Comment payer casino en ligne avec carte de
crédit casino machine a sous paiement carte
13 ნოემბერი 2026 23:46
#114   Maryellen
      
References:


Secure bank transfer casino Australia bank transfer withdrawal casino australia
13 ნოემბერი 2026 19:56
#113   Isabella
      
References:


Aussie payid casinos australia real money online casino
13 ნოემბერი 2026 14:21
#112   Margart
      
References:


Online pokies with instant payout pokies net
australia payid
13 ნოემბერი 2026 13:29
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 3 4 5 6 7 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი