კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ქალაქ ნინოწმინდაში, ქუჩების ღია სივრცეების დეზინფექცია მიმდინარეობს.
მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სპეციალური ხსნარით დამუშავდა ქალაქის ცენტრალური პარკისა და ქალაქში არსებული სკვერების ტერიტორიები, საბავშვო გასართობი მოედნები, თავშეყრის ადგილები.
სადეზინფექციო სამუშაოების პროცესის კოორდინაციასა და მონიტორინგს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია უწევდა, სამუშაოები კი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის დასუფთავების სამსახურის მიერ განხორციელდა.
ინფორმაციას ნინოწმინიდის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.