სომხეთი რუსეთის გავლენის სფეროდან თანდათანობით გასვლას ცდილობს
01-10-2015, 07:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სომხეთში რუსეთისა და “კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის” (კუხო) მიმართ უკმაყოფილების გაზრდასთან ერთად, ამ ქვეყნის ხელისუფლება დასავლეთსა და ნატო-სთან სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით ნაბიჯებს დგამს. მიმდინარეობს რუსეთისა და ევრაზიული სივრციდან დასავლეთისკენ შემობრუნების ნელი და ძალიან ფრთხილი, მაგრამ თანმიმდევრული პროცესი.


სომხეთის როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო სფეროს მაღალჩინოსნებმა არაეთხელ გამოთქვეს უკმაყოფილება რუსეთისა და კუხო-ს მოქმედებებითა და ქცევით, რომლებიც, ნაცვლად იმისა, რომ მხარი დაუჭირონ თავიანთ სტრატეგიულ მოკავშირეს – სომხეთს, პირიქით, ისეთ ქმედებებს ეწევიან, რომლითაც უფრო მეტ სირთულეებს უქმნიან სომხეთის უსაფრთხოებას. ამასთან დაკავშირებით, აღსანიშნავია სომხეთის პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის მიერ გასულ წელს გამოთქმული შეშფოთება რუსეთის მიერ აზერბაიჯანისთვის გაყიდული მილიარდობით დოლარის თავდასხმითი მნიშვნელობის იარაღთან დაკავშირებით.


სომხეთში უკმაყოფილოები არიან ასევე “საბაჟო კავშირსა” და “ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში” გაწევრიანების შედეგებით, რამაც ამ ქვეყანაში არაფერი არ შეცვალა უკეთესობისკენ. პირიქით, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ევრაზიულ სტრუქტურებში გაწევრიანებით, სომხეთმა დაკარგა, როგორც ეკონომიკისა და ვაჭრობის, ასევე თავისი სუვერენიტეტის დონის მიმართულებითაც.


ასეთ პირობებში, სომხეთი ცდილობს თანდათანობით განთავილუფლდეს რუსეთის პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო კონტროლისაგან. ბევრი ანალიტიკოსის აზრით, სომხეთის ხელისუფლების მიერ წამოწყებული საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლითაც სომხეთი გახდება საპარლამენტო რესპუბლიკა, გარკვეულ წილად ზუსტად იმას ისახავს მიზნად, რომ შემცირდეს რუსეთის მიერ სომხეთზე ზეწოლის ბერკეტების რაოდენობა და ხარისხი. ამასთან დაკავშირებით, საყურადღებოა რუსული მედიის უარყოფითი გამოხმაურება, ამ ცვლილებებთან დაკავშირებით.


სომხური მედიისთვის მიცემულ ბოლო ინტერვიუში, სომხეთის თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ტონოიანმა განმარტა, თუ რა ახალ ქვედანაყოფებს აწვდის სომხეთი საერთაშორისო სამშვიდობო მისიებს. (ესენია: ნატოს სტანდარტების საველე ჰოსპიტალი და მესანგრეთა ბატალიონი). აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინათ სომხეთის “სამშვიდობო ბრიგადამ” მიიღო საერთაშორისო სერტიფიკატი, და ახლა შეუძლია სპეციალიზებული ბატალიონების მიწოდება. თუკი დღემდე სომეხი მშვიდობისმყოფელები სხვა ქვეყნების – აშშ-ს, გერმანიის, იტალიისა და საბერძნეთის – კონტინგენტებში მსახურობდნენ, ახლა უკვე მათ დამოუკიდებლად შუძლიათ, განახორციელონ სამშვიდობო მისიები.


ექსპერტების აზრით, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ სერტიფიკატით სომხეთის “სამშვიდობო ბრიგადა” და ამით თვითონ სომხეთიც, დასავლური უასაფრთხოების სისტემის უფრო სერიოზული ნაწილი ხდება.


გუშინ ასევე სომხურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, “ტაშირ ჯგუფსა”, რომლის მფლობელია სომეხი მილიარდერი სამველ კარაპეტიანი, და “ინტერ რაო”-ს შორის სომხეთის რესპუბლიკის ელექტროენერგეტიკის სფეროს აქტივების ყიდვა-გაყიდვის შესახებ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. ამით რუსული სახელმწიფო კომპანია “ინტერ რაო” სამველ კარაპეტიანის ასევე რუსულ, მაგრამ კერძო კომპანიას ჰყიდის არა მარტო “სომხეთის ელექტრო ქსელს”, არამედ “ჰრაზდანის ჰესსაც“ და მთლიანად გადის სომხური ბაზრიდან. ექსპერტების აზრით, ესეც რუსეთის ეკონომიკური ზეწოლის გარკვეულ შემცირებას ნიშნავს.


tvfree.ge

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი