„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი და ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგი უგულავა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოპოზიციისადმი მიმართვას ეხმაურება და აცხადებს, რომ "2020 წელს მისი თავიდან შეთავაზება არის უბრალოდ წარსულის შეთავაზება".
„სამწუხაროდ, აბსოლუტურად არაადეკვატური განცხადება ვიხილეთ, სამწუხაროდ, ერთი კვირაც ვერ გაძლო ბატონმა სააკაშვილმა, რომ არ გამოეჩინა თავისი რეალური სურვილი. სამწუხაროდ, ის რასაც გვთავაზობს, ანუ საკუთარ თავს პირველ პირად, ეს არის უკვე წარსული. სააკაშვილი იყო ამ ქვეყნის პირველი პირი და შესაბამისად, 2020 წელს მისი თავიდან შეთავაზება არის უბრალოდ წარსულის შეთავაზება. ივანიშვილს სურს, შეინარჩუნოს სტატუსკვო, ანუ ის ჭაობი, სადაც მან ქვეყანა ჩაიყვანა, სააკაშვილი სთავაზობს წარსულს. ამ ქვეყანას სჭირდება მომავალი, გარდამტეხი ცვლილებები მომავლისკენ. აქედან გამომდინარე, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ეს ორი პარტია თავის მიმართებებში და სურვილებში ძალიან ხშირად ერთმანეთს ემსგავსება“, განაცხადა გიგი უგულავამ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციური პარტიებისა და სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებს სოციალური ქსელით მიმართა და მოუწოდა, რომ ყველა ხმა, რომელიც არ მიემართება "ნაციონალური მოძრაობის" და მის ირგვლივ გაერთიანებული ჯგუფების მხარდასაჭერად, წავიდეს არა ივანიშვილის, არამედ სხვა ოპოზიციური ძალებისაკენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.