წალკის სოფელ კუშის სომხური საჯარო სკოლის დირექტორი ალა მეგრაბიანი აცხადებს, რომ ბავშვებს ყველანაირი პირობა აქვთ შექმნილი განათლების სრულყოფილად და უსაფრთხოდ მისაღებად
21-09-2020, 20:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

(GUARDIAN.GE) - სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კუშის სომხურენოვან საჯარო სკოლაში, რომელშიც 2020-2021 სასწავლო წელს 46 მოსწავლე სწავლობს, სწავლის პროცესი საკლასო ოთახებში 15 სექტემბერს ტრადიციულად დაიწყო და როგორც სკოლის დირექტორი ალა მეგრაბიანი აცხადებს, ბავშვებს ყველანაირი პირობა აქვთ შექმნილი განათლების სრულყოფილად და უსაფრთხოდ მისაღებად.

 

 

(GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კუშის საჯარო სკოლის დირექტორი ალა მეგრაბიან)

 

 

 


ალა მეგრაბიანმა GUARDIAN.GE-ის განუცხადა, რომ მარტის შემდეგ საკლასო ოთახებში დაბრუნებით „უზომოდ გახარებულები“ არიან როგორც პედაგოგები, ისე ბავშვები.

 

 

 


„საოცრად კარგი გრძნობაა. ნამდვილად უზომოდ ვართ გახარებულები, რომ სწავლა შეუფერხებლად დავიწყეთ.

 

 

(GUARDIAN.GE: სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კუშის საჯარო სკოლის სასწავლო პროცესის - გაკვეთილების ამსახველი ფოტოები)

 

 

„სკოლა, თავადაც უყურებთ, მოცულობით იმხელაა, რომ სოციალური დისტანციის დაცვა ადვილად ხერხდება, მით უფრო იმ ფონზე, რომ არც ისე ბევრი, 46 მოსწავლე გვყავს, მათგან მხოლოდ ერთია მე-12 კლასელი, თუმცა წელს 7 პირველკლასელი შეგვემატა“, უთხრა GUARDIAN.GE-ის ალა მეგრაბიანმა.

 

 

 

 

მისი თქმით, ზაფხულის პერიოდში სკოლის დირექციამ მაქსიმალურად იზრუნა იმისათვის, რომ ახალ სასწავლო წელს ბავშვებს და პედაგოგებს უკეთეს პირობებში დაეწყოთ სწავლის პროცესი.

 

 

 


„გამოვცვალეთ სკოლის შენობის სახურავი, რომელიც ძლიერმა ქარმა დააზიანა, გავარემონტეთ სამსართულიანი შენობის პირველი და მეორე სართულები, გამოვიყვანეთ წყალი, ტუალეტი ეზოში გვქონდა მანამდე გაკეთებული, ასევე მოწესრიგებული გვქონდა ცენტრალური გათბობის სისტემაც, ხოლო ახალი მოთხოვნების შესაბამისად გავაკეთეთ საიზოლაციო ოთახი, მაქსიმალურად არის დაცული ჰიგიენური ნორმები - ყველაფერი ეს ჩვენი სკოლის ბიუჯეტიდან გაკეთდა. მთლიანად ჩვენი სახსრებით მოვახერხეთ ზემოთ აღნიშნული პრობლემების მოწესრიგება“, განუცხადა GUARDIAN.GE-ის ალა მეგრაბიანმა, თუმცა თავი შეიკავა იმის დაკონკრეტებისაგან, თუ რა ოდენობის თანხა დახარჯა სკოლამ თავისი ბიუჯეტიდან მიმდინარე სარემონტო სამუშაოებში.

 

თუმცა როგორც GUARDIAN.GE-იმ გაარკვია, კუშის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ 2020 წლის ივლისში გამოცხადებულ ტენდერში შპს "დიმამ" გაიმარჯვა - კონტრაქტი თავდაპირველად, 3 აგვისტოს, 28 300 ლარზე გაფორმდა, მოგვიანებით კი, 21 აგვისტოს, ხელშეკრულებაში ცვლილება შეიტანეს, თანხა გაიზარდა და კონტრაქტის ღირებულამ 31,118.19 ლარი შეადგინა. 

 

 

 

 

მან მხოლოდ ის აღნიშნა, რომ სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა შეასრულეს.

 

 

 

 

მისი თქმით, მარტის შემდეგ ონლაინ სწავლება შეუფერხებლად მიმდინარეობდა, თითოეული მოსწავლე უზრუნველყოფილი იყო ტელეფონით ან კომპიუტერით და ინტერნეტით და აუცილებლობის შემთხვევაში გაკვეთილები იმაზე მეტი დროითაც კი ტარდებოდა, ვიდრე ეს განსაზღვრული იყო.

 

 

 


ალა მეგრაბიანის ინფორმაციით, 2019 წელს სკოლიდან 4 პენსიონერი პედაგოგი წავიდა, რომელთაც მასწავლებლის ეროვნული ჯილდო მიიღეს და მათ სკოლამ დამსახურებული გაცილება მოუწყო.

 

 

 

 

კუშის საჯარო სკოლას ახალი კადრები შეემატა, თუმცა როგორც დირექტორი ამბობს, იქ კვლავ რჩებიან ძველი მაღალკვალიფიციური პედაგოგები - პრაქტიკოსი მასწავლებლები, რომელთაგან რამდენიმეს თავიანთ საგანში გამოცდა ჩაბარებული აქვს, მაგრამ ენის ბარიერის გამო პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარების პრობლემა აქვს.

 

 

 


მეგრაბიანი განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმას დადებითად აფასებს, თუმცა აღნიშნავს, რომ გარკვეული წარმატებული მომენტების მიუხედავად, არაქართულენოვან სკოლებში პედაგოგები, რომლებიც ქართულ ენას ვერ ფლობენ, ენის ბარიერის გამო უფროსი თუ წამყვანი მასწავლებლის ან მენტორის სტატუსის მიღების უნარს და ხელფასის მატების შესაძლებლობას მოკლებული არიან, რაც პრობლემატური საკითხია.

 

 

 


„ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ მუშაობა კუშის საშუალო სკოლაში დავიწყე. ეს იყო 1988 წელი, საბჭოთა პერიოდი, მაშინ აქ 500-ზე მეტი ბავშვიც კი სწავლობდა, მაგრამ მიგრაციულმა პროცესებმა და შობადობის შემცირებამ, ერთად აღებულმა, იქამდე მიგვიყვანა, რომ ახლა მხოლოდ 46 მოსწავლე გვყავს. როცა მე დირექტორი გავხდი, მაშინ 85 მოსწავლე გვყავდა და ახლა იმასთან შედარებით, თითქმის განახევრებულია.

 

 

 


2005 წელს, 17-წლიანი პედაგოგიური საქმიანობის შემდეგ, ამავე სკოლაში სასწავლო ნაწილის გამგედ დავინიშნე, ხოლო 2012 წელს დირექტორად. საგანში გამოცდა ადრე ჩავაბარე, თუმცა ჩემთვისაც პრობლემა იყო პროფესიული უნარები, მაგრამ გასული წლის ზაფხულში მაინც მოვახერხე უნარების გამოცდის ჩაბარება და უფროსი მასწავლებელი გავხდი.

 

 

 


„ჩვენთან, მაგალითად არიან ქიმიის და მათემატიკის მასწავლებლები, რომელთაც საგანში გამოცდები ჩაბარებული აქვთ, მაგრამ ქართული ენის არცოდნის გამო ვერ აბარებენ პროფესიულ უნარებს და შესაბამისად, ვერ ხდებიან უფროსი მასწავლებლები, მაშინ როცა ახალგაზრდამ, რომელმაც დაამთავრა უმაღლესი, ჩააბარა გამოცდა, 10-იანი მიიღო, მაძიებლის სტატუსით მოვიდა ერთი გამოცდით და მას უნარების გამოცდის გვერდის ავლით შეუძლია უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოპოვება. ეს როგორ უნდა ავხსნათ?!

 

 

 

 

„არადა მინდა ვთქვა, რომ ეს ჩვენი ძველი პედაგოგები, პრაქტიკოსები, გამოცდილი და მაღალი დონის პროფესიონალები არიან, ბავშვებს კარგად უხსნიან გაკვეთილებს, მშვენივრად იციან ბავშვებთან მოპყრობა და ა.შ., მაგრამ არ იციან ქართული ენა, რადგან ადრე სახელმწიფო ენის შესწავლას მცირე ყურადღება ეთმობოდა, განსხვავებით დღევანდელი დღისაგან.

 

 

 

 

„დღეს სურათი კარდინალურად არის შეცვლილი. მაგალითისთვის, ჩვენი სკოლის მაგალითზე გეტყოდით, რომ კურსდამთვრებულებიდან ნახევარზე მეტი სწავლას თბილისში განაგრძობს, წელსაც 4 კურსდამთავრებულიდან ერთ-ერთმა, ოქროს მედლის პრეტენდენტმა, თბილისის უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარა“, უთხრა GUARDIAN.GE-ის ალა მეგრაბიანმა.

 

 

 


მანვე აღნიშნა, რომ უფროსი და წამყვანი მასწავლებლის/მენტორის სტატუსის მიღების უნარს ასევე მოკლებული არიან სომხური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებიც, რომლებიც ჯერჯერობით, კანონის მიხედვით, საგანში გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა არ აქვთ, რაც ასევე, ალა მეგრაბიანის თქმით, გამოსწორებას საჭიროებს.

 

 

 


იგი მიიჩნევს, რომ ის ტრენინგები და კურსები, რაც ქართული ენის სწავლების მხრივ არაქართულენოვანი სკოლების იმ მასწავლებლებისთვის ტარდება, რომელთაც საქართველოს სახელმწიფო ენა არ იციან, საკმარისი არ არის.

 

 

 


ალა მეგრაბიანის განცხადებით, ამჟამად სკოლაში 6 უფროსი მასწავლებელია, მათგან ორი ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელია.

 

 

 


ქალბატონი ალა მეგრაბიანი წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კუშის საჯარო სკოლას 2012 წლიდან უდგას სათავეში.

 

 

 


იგი მიმდინარე წელს დირექტორობის გამოცდის ჩასაბარებლად დარეგისტრირდა, მაგრამ პანდემიის გამო, მარტში დაგეგმილი ტესტირება გაურკვეველი ვადით გადაიდო.

 

 

 

(GUARDIAN.GE-ის ფოტოზე: სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კუშის საჯარო სკოლის დირექტორი ალა მეგრაბიან)

კომენტარები: 1
#1  ლუსი
      
ჩვენი საყვარელი ალა მასწავლებელი, მკაცრი და კეთილი. კუშის საუკეთესო სკოლა. <3
21 სექტემბერი 2020 11:36
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი