ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა თავიანთი უკმაყოფილება გამოთქვეს მერიის სამსახურების მიერ გაწეული მუშაობის გამო.
ახალქალაქის საკრებულოს ცნობით, დეპუტატები ჩივიან, რომ "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში შესრულებული სამუშაოები სათანადოდ არ შესრულებულა. საკრებულოს წევრის, აშოტ საჰარიანის ინიციატივით, მოეწყო სამუშაო შეხვედრა მერიის სამსახურების უფროსებთან და სხვა თანამშრომლებთან, საკრებულოს წევრებისთვის საინტერესო საკითხების განსახილველად.
შეხვედრას ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი და მერის მოადგილე შალვა ბალახაძე.
ახალქალაქის საკრებულოს პრესსამსახურის ცნობით, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა აღიარეს თავიანთი ხარვეზები და პირობა დადეს, რომ მდგომარეობა გამოსწორდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.