"რუსთავი 2"-ის 21-წლიანი მუშაობის განმავლობაში დღეს ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდია, ეს არის გამოცხადებული ომი, - ამის შესახებ "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ ზაალ უდუმაშვილმა ტელეკომპანიის ეზოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, "რუსთავი 2" ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებს და იქნება ზუსტად ისეთივე, როგორიც 21 წლის განმავლობაში იყო.
"ეს არის გამოცხადებული ომი. ეს არის პრაქტიკულად "რუსთავის 2"-ის დახურვა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც ჩვენ შემთხვევით გავიგეთ, "რუსთავი 2"-ს ხურავენ. ტელეკომპანიის მფლობელებს შეუზღუდეს ინვესტიციის ჩადება, რათა გადაკეტონ ყველა საარსებო საშუალება. ეს კეთდება არჩევნების წინ, რათა გააჩუმონ "რუსთავი 2" და როგორმე შეზღუდონ თავისუფალი სიტყვა. ეს ხალხი, რომელიც აქ მუშაობს, სამსახურში მოდის ერთადერთი მიზნით, რომ საზოგადოებამ გაიგოს რეალურად რა ხდება დღეს. ეს არის მძიმე, მაგრამ ჩვენთვის ყველაზე საპატიო სამუშაო, ბოლომდე ვიბრძოლებთ რათა დავიცვათ თავისუფალი სიტყვა და თითოეული ჩვენგანის შრომის თავისუფლება", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
როგორც უდუმაშვილმა აღნიშნა, მისთვის წარმოუდგენელი იყო, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს მისი ანგარიშის გამოქვეყნება და საზოგადოებისთვის ფინანსური დახმარების თხოვნა მოუწევდა.
"იძულებული ვართ, მოგმართოთ დახმარების თხოვნით. ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე და "რუსთავი 2" იქნება ზუსტად ისეთი, როგორიც იყო 21 წლის განმავლობაში", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა ტელეკომპანიის ეზოში გამართულ ბრიფინგზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.