პაატა ბურჭულაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის პრემიერ მინისტრობის „შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გავუშვათ და ისევ ის თუ დააყენებს ამ ქვეყანას ფეხზე“
22-09-2020, 22:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს პრემიერობას, ჩვენ ყველას გვახსოვს წლები, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანა დააყენა ფეხებზე, წამოაყენა და მართლაც ქვეყანა გახადა საქართველო, – განაცხადა ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელმა, პაატა ბურჭულაძემ ტელეკომპანია „პირველის“ პირდაპირ ეთერში ბერლინიდან ჩართვისას.

 

 

  


„რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ჩემი პირადი აზრია, და მის პრემიერობას, მე მაგალითად ვუყურებ ამ საქმეს ასე, რომ არ არის საჭირო ახალი ველოსიპედის გამოგონება, როდესაც ის არსებობს საერთოდ და ჩვენ ყველას გვახსოვს წლები, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანა დააყენა ფეხებზე, წამოაყენა და მართლაც ქვეყანა გახადა საქართველო. ახლა ჩვენ სუყველანი ვეძებთ მეორე მიხეილ სააკაშვილს, რომ როგორმე ქვეყანა დააყენოს ფეხზე და არ არის საჭირო იმის მოძებნა, როდესაც ის არსებობს, როდესაც მან ბოდიში მოიხადა და მას აქვს გეგმა, რომლითაც შეიძლება, საქართველო ისევ ფეხზე დააყენოს და თან, ეს არ არის ის მიხეილ სააკაშვილი, ეს უკვე სხვა მიხეილ სააკაშვილია იმ მხრიდანაც კი, რომ მას გვერდში უდგას მთელი საერთაშორისო ორგანიზაციები, სახელმწიფოების პრემიერ-მინისტრები, მინისტრები და პრეზიდენტები. მას იცნობენ და პატივს სცემენ. ხომ ხედავთ, რომ მასზე არის გამოცხადებული ძებნა მთელს მსოფლიოში ვითომ და ის დადის მთელს მსოფლიოში კი არა და „სიენენზე“ გამოდის და „სიბიესზე“ გამოდის. ასე რომ, მე მგონი, ეს ჩემი აზრია, მე არავის არ ვახვევ ამას თავს, ჩვენ ეს შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გავუშვათ და ისევ ის თუ დააყენებს ამ ქვეყანას ფეხზე“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი